საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის 2014-2019 წლის ანგარიში (შემოკლებული ვერსია)
ტრენინგები
“სტომატოლოგიურ მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების კონტროლი”
2015 წელს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში შეიქმნა სახელმძღვანელო “ინფექციის კონტროლი სტომატოლოგიაში”, რომელზე დაფუძნებითაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შეიქმნა ტრენინგ კურსი ინფექციის კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის. პროგრამას აკრედიტაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ მიანიჭა.
დღეისათვის, პროგრამის ფარგლებში, 4000-ზე მეტი ექიმი სტომატოლოგი, ექთანი და დეკონტამინაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირია გადამზადებული.
ინფექციის კონტროლზე პასუხისმგებელი პირი “საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ” და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებითაა განსაზღვრული (ბრძანება №01-48/ნ 2016 წლის 5 დეკემბერი. 2010 წლის 7 დეკემბრის №398/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე)
ტრენინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ ტარდება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
2016 წელს გამოიცა ნაციონალური გაიდნაილი “ინფექციების კონტროლი სტომატოლოგიურ დაწესებულებებში”. გაიდლაინი ხელმოსაწვდომია როგორც ბეჭდური (ჟურნალი GSAnews #18), ისე ელექტონული ვერსია. ელ. ვერსია სანახვად დააკლიკეთ აქ!
2017 წელს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ ინფექციების კონტროლის ნაციონალური გაიდლაინის განახლებულ ვერსიაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც 2019 წლის შემოდგომას გამოიცემა.
“ნარჩენების მართვა სტომატოლოგიაში”
ნარჩენების მართვის კოდექსის ამოქმედების შემდეგ ახალი მოთხოვნები სტომატოლოგიურ დაწესებულებებსაც შეეხო. სამედიცინო ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშნელოვანი ვალდებულებაა.
2016 წლის 31 მაისს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და “ალბიუსის” სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი “სტომატოლოგიური კლინიკების სახელმწიფო ვალდებულებები და ადმინისტრაციული წარმოების საკითხები”, სადაც გარემოსდაცვითი მმართველის – ნარჩენების მართვის კოდექსით დაკისრებული ახალი ვალდებულების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოსა დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტომატოლოგიური დაწესებულებების წარმომადგენლებს ახალი ვალდებულებები გააცნეს.
სტომატოლოგთა ასოციაციაში სტომატოლოგიურ დაწესებულებებში ნარჩენების მართვის გაიდლაინი მუშავდა, დოკუმენტის გამოცემამდე კი კლინიკების წარმომადგენლებისთვის იმ ბაზისური საკითხების შესახებ მიმდინარეობს ტრენინგები, რომლებიც სავალდებულოა ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.
ტრენინგი 2000-ზე მეტმა სტომატოლოგიური დაწესებულების წარმომადგენელმა გაიარა. ტრენინგს უძღვება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი.
2017 წელს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ ნარჩენების მართვის ნაციონალურ გაიდლაინზე დაიწყო მუშაობა, რომელიც 2019 წლის შემოდგომას გამოიცემა.
პერსონალის გადამზადების პროგრამა რადიაციულ უსაფრთხოებაში
2017 წლიდან შპს “იონირება”, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და შპს ალბიუსის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლების გადამზადებას.
გადამზადების გავლა შეუძლია რენტგენო – ლაბორანტის კვალიფიკაციამინიჭებულ პერსონალს. კურსის დასრულების შემდგომი წერითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე გაიცემა კურსის დასრულების დამადასტურებელი მოწმობა.
ვინაიდან რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე არაერთი შეკითხვა და პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობდა, ასოციაციის გუნდმა ახალ სახელმძღვანელოზე დაიწყო მუშაობა და 2018 წელს გამოიცა “რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში“. პირველი ქართულენობა გამოცემა აღნიშნული მიმართულებით. სახელმძღვანელოს შეძლენა შესაძლებელია როგორც ასოციაციის ოფისში, ისე წიგნის სახლში “ლიგამუსი”
კონფერენციები
Tbilisi Dental Show
საერთაშორისო კონფერენცია “დენტალ თბილისობა” – სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამა
კონფერენცია 2008 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად, ოქტომბრის მეორე შაბათს ტარდება. ღონისძიება სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება.
2016 წლიდან ღონისძიება „ექსპო – ჯორჯიასთან“ თანამშრომლობით Tbilisi Dental Show-ს ფარგლებში ტარდება.
საერთაშორისო კონგრესი ბათუმში
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი 2005 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად ასეულობით ქართველ და უცხოელ დელეგატს მასპინძლობს. აღნიშნული კონგრესი ყველაზე დიდი სტომატოლოგიური ღონისძიებაა, რომელიც კავკასიის რეგიონში ტარდება.
2019 წელს კონგრესი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზების მხარდაჭერით ჩატარდა. კონგრესში მონაწილეობდნენ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ქეითლინ კელი (აშშ), სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ყოფილი პრეზიდენტები – თინ ჩან ვონგი (ჰონგ-კონგი), მიშელ არდენი (ბელგია), FDI-ს ქალთა მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვესნა ფარტინგერი (ხორვატია), სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ევროპის რეგიონული ორგანიზაციის პრეზიდენტი ანნა ლელა (პოლონეთი). კონგრესი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
რეგიონული კონფერენციები
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, პატრნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ასოციაციის რეგიონული ოფისების ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში პრაქტიკულ მასტერ-კლასებსა და კონფერენციებს სისტემატურად ატარებს. უკანასკნელ წლებში ათეულობით ასეტი ღონისძიება გაიმართა.
მხარდაჭერილი პროგრამები
თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი. ორგანიზატორი – სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსი“
PerioTbilisi. ორგანიზატორი – საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია
ბაკურიანის ზამთრის სემინარი – ორგანიზატორი: ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება
სახელმძღვანელოები
2014 წლიდან ასოციაციის ბაზაზე შეიქმნა სახელმძღვანელოები:
- “ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია”
ავტორები: ქეთევან გოგილაშვილი, თეა ნაცვლიშვილი
- ბავშვთა და მოზრდილთა ენდოდონტია
ავტორები: ქეთევან გოგილაშვილი, სოფიო სამხარაძე
- სტომატოლოგის ასისტენტის სახელმძღვანელო (ელექტრონული)
ავტორები: ქეთევან გოგილაშვილი, გვანცა ტაბაღუა, ზურაბ ალხანიშვილი
- პირის ღრუს ჰიგიენისტი (ელექტრონული)
ავტორები: ქეთევან გოგილაშვილი, თეა ნაცვლიშვილი, გვანცა ტაბაღუა
- რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრტხოება სტომატოლოგიაში
ავტორები: ზურაბ ალხანიშვილი, ქეთევან გოგილაშვილი, გვანცა ტაბაღუა, ლილე კვაცაშვილი
- აქციე შენი კლინიკა ბრენდად
სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტი (გამოიცემა 2019 წელს)
ავტორები: ზურაბ ალხანიშვილი, ქეთევან გოგილაშვილი, ნინო გვასალია, გვანცა ტაბაღუა
2014 წლიდან სტომატოლოგთა ასოციაციის ჩართულობით შეიქმნა ან/და მოდიფიკაცია გაუკეთდა პროფესიული განათლების სამ პროგრამას:
- სტომატოლოგის ასისტენტი
- პირის ღრუს ჰიგიენისტი
- კბილის ტექნიკოსი