“რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2026 წლის 1 იანვრიდან დენტალური და ინტრაორალური რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარებით საქმიანობის განხორციელება ლიცენზირების ნაცვლად რეგისტრაციას ექვემდებარება.
ეს ნიშნავს, რომ სტომატოლოგიური რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარების გამოყენებისთვის ავტორიზაციის პროცედურა გამარტივებულია და რეგისტრაციის მეშვეობით ხორციელდება.
რა უნდა ვიცოდეთ?
თუ თქვენი სტომატოლოგიური კლინიკა ფლობს დენტალური / ინტრაორალური რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარების გამოყენების ლიცენზიას, „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, 2027 წლის 1 მაისამდე სააგენტოს უნდა წარუდგინოთ განცხადება საქმიანობის რეგისტრაციის მიზნით და საქართველოს მთავრობის 2025 წლის 3 დეკემბრის №525 დადგენილების დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. რეგისტრაციის პროცედურისთვის დადგენილი სახელმწიფო საფასური შეადგენს 200 ლარს.
რა უპირატესობები აქვს რეგისტრაციას?
- მარტივი ადმინისტრაციული პროცედურა
- რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
- რეგისტრირებული საქმიანობა გათავისუფლებულია პერსონალის ინდივიდუალური დოზიმეტრებისგან (გარდა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს გადაწყვეტილებისა)
- პერსონალის ადგილის მონიტორინგისა და რ/დანდაგარის ხარისხის კონტროლის ოქმების 2 წლიანი ვალიდურიბა ნაცვლად 1 წლისა.
- პერსონალის დოზები გაანგარიშება ხდება პრესონალის ადგილის მონიტორინგის ოქმის მონაცემების მიხედვით.
პროცედურა კიდევ უფრო მარტივია იმ კლინიკებისთვის, რომლებმაც ლიცენზია 2025 წელს მიიღეს
თუ დენტალური, ინტრაორალური რენტგენოდიაგნოსტიკური მოწყობილობის გამოყენების ლიცენზია 2025 წლის განმავლობაში გაქვთ მიღებული და ლიცენზიის გაცემის შემდეგ არ შეცვლილა:
- მაიონებელი გამოსხივების წყარო;
- მისი განთავსების ადგილი;
- მომუშავე პერსონალი;
რეგისტრაციაზე გადასასვლელად შესაძლებელია სააგენტოში 2025 წელს უკვე წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოყენება.
ამ შემთხვევაში ახალი ხარისხის კონტროლის ჩატარება და დოკუმენტაციის თავიდან მომზადება საჭირო არ იქნება.
რაც შეეხება მარეგულირებელ ორგანოში წარსადგენ დოკუმენტაციას, კლინიკას შეუძლია თავად მოამზადოს აღნიშნული დოკუმენტაცია, გარდა იმ ოქმებისა, რომელიც ეხება რენტგენის დანადგარის ხარისხის კონტროლს და სამუშაო ადგილის მონიტორინგს.
სააგენტოს როლი
რეგისტრაციის პროცესთან ან რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანო მზად არის, სტომატოლოგიურ კლინიკებს მიაწოდოს ზუსტი და ოფიციალური ინფორმაცია.
თუ გსურთ გაიგოთ, რა მოთხოვნები მოქმედებს, რა დოკუმენტაციაა საჭირო, როგორ უნდა განხორციელდეს რეგისტრაცია ან როგორ უნდა შეასრულოთ რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები, შეგიძლიათ მიმართოთ ბირთვული და რაციაციული უფასრთხოების სააგენტოს – როგორც შესაბამის სფეროში ოფიციალურ კომპეტენტურ წყაროს.
(+995) 32 2 50 00 47 – ოფისი
ელ ფოსტა: info@anrs.gov.ge
მის: მ.წინამძღვრიშვილის ქ. N200/ცაბაძის ქ. N11, 0112 ქ.თბილისი, საქართველო
