საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის XXII საერთაშორისო კონგრესი ბათუმი, 10-11 ივლისი, 2026

2026 წლის 10-11 ივლისს, ზღვისპირა ქალაქი ბათუმი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის (GSA) XXII საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს. წლევანდელი კონგრესის მთავარ ფოკუსს და სადისკუსიო თემას წარმოადგენს „სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია“ (Special Care Dentistry) – მიმართულება, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თანამედროვე, ინკლუზიური ჯანდაცვისა და კლინიკური მედიცინის განვითარებაში.

კონგრესი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო დელეგატებს. ორდღიანი სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში, ექსპერტები აშშ-დან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან გააზიარებენ უახლეს კლინიკურ გამოცდილებასა და კვლევებს.

 

პროგრამა 

დღე 1 – 10 ივლისი

10:00 – 10:30 | კონგრესის საზეიმო გახსნა

10:30 – 11:30 | ქვედა ყბის დისტრაქცია ახალშობილებში სასუნთქი გზების მართვისთვის სინდრომული მიკროგნათიების დროს

ალტონ ვაროლი – ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის პირისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (სტამბოლისა და ბათუმის კამპუსები), თურქეთი – საქართველო

11:30 – 12:15 | სტომატოლოგიური ჩარევების დაგეგმვა და მართვა ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებში

სოფიო სამხარაძე – მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, საქართველო

12:15-12:25 გენერალური სპონსორის, კომპანია „დენტსტალის“ პროდუქციის პრეზენტაცია –  მარიამ ქურციკიძე

12:25-13:30 შესვენება

13:30 – 14:30 | BIO-NECK კონცეფცია ახალი ხედვა  იმპლანტოლოგიაში  – ინვაციური მიდგომა, ფოკუსირებული იმპლანტის ყელის მიდამოს ბიოლოგიურდა მექანიკურ ჰარმონიაზე, პერიიმპლანტური ქსოვილების ხანგრძლივი სტაბილურობის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით.

რობერტ ფრომენტალი – პაროდონტოლოგი, იმპლანტოლოგი, ორთოპედი სტომატოლოგი, საერთაშორისო ლექტორი და საგანმანათლებლო საზოგადოების ESPACE 14 – დენტალური იმპლანტოლოგიის კვლევისა და სწავლების კოლეჯის პრეზიდენტი. (ლიონი, საფრანგეთი)

14:30 – 15:30 ოკლუზია თანამედროვე კერამიკულ მასალებსა და ციფრულ პროტოკოლებში

მარიამ მარგველაშვილი-მალამენტი – DMD, MSc, PhD, FACP, აშშ – საქართველო

15:30 – 16:00 | შესვენება

16:00 – 17:00 | სისტემური პათოლოგიების გავლენა სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმვაში და განხორციელებაში: კლინიკური შემთხვევების ანალიზი

მარიკა ზურმუხტაშვილი – მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის თანა-ხელმძღვანელი, საქართველო

17:00 – 17:30 | საქართველოში რეგისტრირებული, ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

თამთა ჩიქობავა – ბაუ-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური წევრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, საქართველო

17:30 – 19:30 Hands-On: საღეჭი კბილების რესტავრაციის ძირითადი პრინციპები

საღეჭი კბილების ანატომიის და არტიკულაციის საკვანძო საკითხები კბილის ჰისტოლოგიური შენება და მისი გამოყენება ბიომიმეტიკური რესტავრაციის დაგეგმვის დროს ადჰეზიური სისტემის შერჩევა. ანაბეჭდის გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები. საანაბეჭდო მასალის შერჩევა და გამოყენების პროტოკოლი

მარიამ ქურციკიძე, ნინო ნებიერიძე, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი”

 

დღე 2 — 11 ივლისი

10:00 – 11:30 | ციფრული არსენალი: სრული ყბის რეაბილიტაციის ციფრული სამუშაო პროცესების სრულყოფილად მართვა Shining 3D-ის სინერგიული ეკოსისტემის დახმარებით

აჰმედ რეკიკ – სტომატოლოგიური ქირურგიის დოქტორი, პაროდონტოლოგიის სპეციალისტი, იმპლანტოლოგიის სერტიფიცირებული სპეციალისტი, Exocad-ის სერტიფიცირებული ტრენერი, ტუნისი

11:30 – 12:30 | სიღრმისეული ხედვა ლითიუმის დისილიკატის რესტავრაციებზე ცირკონიუმის ეპოქაში

კენეტ ა. მალამენტი – D.D.S., M.Sc.D., აშშ

12:30 – 13:30 | შესვენება

13:30 – 14:30 | ონკოლოგიური პაციენტების პირის ღრუს მოვლა მკურნალობამდე, მკურნალობის დროს და შემდეგ

ელჟბიეტა პაშინსკა – პროფესორი, პოზნანის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების დოქტორი, პოლონეთი

14:30 – 15:30 | ერბიუმის ლაზერის გამოყენება პაროდონტული დაავადებების, პერიიმპლანტიტის და ენდოდონტიური პროცედურების მკურნალობაში

გეორგი ტომოვი – პროფესორი, პლოვდივის სამედიცინო უნივერსიტეტი, ლაზერული სტომატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISLD) აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ბულგარეთი

15:30 – 16:30 | ლაზერული სტომატოლოგია – ფუფუნება თუ აუცილებლობა

რისოვანნაია ოლგა – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო

16:30 – 18:30 | ლექცია და Hands-on კურსი ყველა მონაწილისთვის: ფესვის არხის საბჟენი მასალები: ოპტიმალური არჩევანი რთულ ენდოდონტიურ შემთხვევებში

სოფიო სამხარაძე, მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

 

პრაქტიკული მასტერკლასი

კონგრესის ფარგლებში დოქტორი აჰმედ რეკიკი ჩაატარებს პრაქტიკულ მასტერკლასს:ციფრული სტომატოლოგიის გამოცდილება – Live მასტერკლასი“.

პროგრამა ითვალისწინებს რეალურ კლინიკურ შემთხვევებზე დაყრდნობით სრული ციფრული სამუშაო პროტოკოლის (Digital Workflow) დემონსტრაციას რეალურ დროში – პაციენტის ციფრული მოდელის შექმნიდან უშუალოდ კლინიკაში რესტავრაციის საბოლოო დამზადებამდე.

სასწავლო კომპონენტები:

  • სკანირება და კლონირება: ინტრაორალური და სახის სკანირება, მოძრაობის თრექინგი (Motion Tracking) და პაციენტის ციფრული კლონირება;
  • ციფრული დიზაინი: ღიმილის ციფრული დიზაინი, Wax-Up სამუშაო პროცესი და სრული Exocad პროექტირება;
  • იმპლანტოლოგია: სრული ყბის იმპლანტოლოგიური დაგეგმვა და ინტრაორალური ფოტოგრამეტრია;
  • პოსტოპერაციული ეტაპი და ბეჭდვა: ოპერაციის შემდგომი სკანირება, საბოლოო რესტავრაციის 3D ბეჭდვა Shining3D DLP პრინტერით და მზა რესტავრაციის მიღება სულ რამდენიმე წუთში.

 

მონაწილეობის ღირებულება:

  • 490 ლარი (წევრებისთვის)
  • 680 ლარი (არაწევრებისთვის)
  • 270 ლარი (სტუდენტისთვის)

25 ივნისის შემდეგ რეგისტრირებული მსმენელებისთვის არ გაიცემა სახელობითი სერტიფიკატი, გაიცემა შაბლონური სერტიფიკატი. რეგისტრაცია გულისხმობს კონფერენციის მონაწილეობის საფასურის გადახდას.

გვიანი რეგისტრაცია:

  • 590 ლარი (წევრებისთვის)
  • 780 ლარი (არაწევრებისთვის)
  • 290 ლარი (სტუდენტისთვის)

საბანკო რეკვიზიტები:

ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”

“თიბისი” ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE19TB1100000107700215

საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534

დანიშნულება: სახელი /გვარი -ის კონგრესში მონაწილეობის საფასური

საკონტაქტო ინფორმაცია:

+ 0322 30 97 11

+ 995 595 53 23 53

ელფოსტა: info@gsa.ge

რეგისტრაცია სტომატოლოგთა ასოციაციის XXII საერთაშორისო კონგრესზე
Please enable JavaScript in your browser to complete this form.
სახელი, გვარი
საექიმო სპეციალობა