2024 წლის 17-18 მაისს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ორგანიზებით, თბილისის მე-13 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესი გაიმართება.
რადიქსის გუნდს აქვს ამბიცია, მოახდინოს ტრადიციული სამეცნიერო კონფერენციების რეფორმატირება და ნოვაციური მოდელი წარუდგინოს კოლეგებს – შექმნას დინამიური და ინტერაქტიული პლატფორმა სტომატოლოგიაში.
სამეცნიერო მოხსენებების ჩვეულებრივი მიდგომის ნაცვლად, კონგრესი ჩატარდება ზედმიწევნით სტრუქტურირებული სესიების ფორმატით, თითოეული სესია (პლენუმი) მასპინძლობს 3-4 გამორჩეულ მომხსენებელს და ექსპერტ მოდერატორს. ეს ფორმატი ხელს უწყობს უფრო ფოკუსირებული და მიმზიდველი გარემოს შექმნას, ყოველი სესია კი მორგებული იქნება სტომატოლოგიური საზოგადოების სპეციფიკურ ინტერესთა ჯგუფებზე.
კონგრესზე საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლები ორ პანელურ დისკუსიას წარუძღვებიან.
ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი უხელმძღვანელებს სესიას:
“სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები, არსებული გამოცდილება და რეკომენდაციები”
მონაწილეები:
➖ ქეთევან გოგილაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი – “რეგულაციები სტომატოლოგიაში – რა სიახლეებია და როგორ აისახება სტომატოლოგიურ პრაქტიკაზე ახალი მოთხოვნები”
➖მარინა ბაიდაური, ჯანდაცვის სამინისტრო: ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი – “განახლებული ტექნიკური რეგლამენტი სტომატოლოგიაში, კითხხვები და პასუხები”
➖ ნათია ჯალიაშვილი, ექსპერტ-კონსულტანტი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებში. “პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები სამედიცინო დაწესებულებებს”
➖ხატია ჯიქურიძე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი. “სტომატოლოგიურ რენტგენო-დიაგნოსტიკურ საშუალებებთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები სტომატოლოგიურ დაწესებულებებს”
ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ზურაბ ალხანიშვილი გაუძღვება პანელურ დისკუსიას “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტრანსფორმაციები – ისტორიის, მედიცინის და პოლიტიკის პროგრესის დიქოტომია”
პანდემიამ გამოააშკარავა საზღვრები სამეცნიერო ცოდნასა და ამ ცოდნის ფართო საზოგადოებაში გავრცელების მასშტაბს შორის. ამ პანელურ დისკუსიაში განვიხილავთ მნიშვნელოვანი სამედიცინო აღმოჩენების ტრანსფორმაციულ გავლენას გლობალურ ჯანმრთელობაზე – როგორც ცვლიდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციები კაცობრიობის განვითარების გეზს. ჩვენ გავიხსენებთ ისტორიულ ეპოქებს, როცა გადამდები დაავადებები კაცობრიობის უპირატესი გამოწვევა იყო, განსხვავებით თანამედროვეობისგან, სადაც დომინირებს არაგადამდები დაავადებები. გარდა ამისა, ჩვენ ჩავუღრმავდებით განვითარებად მეცნიერულ პერსპექტივებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, კიდევ ერთხელ შეცვალონ ადამიანების ცხოვრება.
➖ ზურაბ ალხანიშვილი, GSA ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების კოორდინატორი. “როგორ იცვლებოდა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები სამეცნიერო აღმოჩენების კვალდაკვალ. დღეს არსებული გამოწვევები და მომავლის პერსპექტივა”
➖ პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, “მე-20 საუკუნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციები, დიდი სამედიცინო მიღწევები და საქართველოს როლი”
➖ დავით რამინაშვილი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ტექნიკური სპეციალისტი. “გლობალური ჯანდაცვის დღეს არსებული გამოწვევები, საერთაშორისო ინტერვენციები და პერსპექტივები”
➖ დეა ყოლბაია, ექიმი პათანატომი, spokesperson. “არაგადამდები დაავადებების მართვის პერსპექტივები, რა ეტაპზე ვართ კიბოს, დიაბეტის და სხვა გენეტიკური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის საშუალებების შემუშავების გზაზე”
კონგრესის სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://radix.ge/congress13-2/
საკონტაქტო ინფორმაცია:
+995558901121
+995593937798
radix.ge@gmail.com
სარეგისტრაციო ფორმა: რეგისტრაცია