პირველი მარტიდან, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისთვის, რეცეპტის გამოწერა, მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ მოხდება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა. მეორე ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტით გაცემას 2014 წლიდან ექვემდებარება. აქამდე დოკუმენტი იწარმოებოდა როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონული სახით.
ასევე აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით უნდა მოხდეს.
ელექტრონული რეცეპტების გამოწერა ხორციელდება პორტალზე: https://eprescription.moh.gov.ge/login.php
იხილეთ ინსტრუქცია:
შეგახსენებთ, რომ ანტიმიკრობული პრეპარატების დანიშვნის აღრიცხვა ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სავალდებულოა. იცილეთ ინსტრუქცია და აღრიცხვის ფორმა:
ასევე იხილეთ თანდართული ფაილი: ელექტრონული რეცეპტი