ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების აღრიცხვის ჟურნალი

კოლეგებო,

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, მე-5 მუხლში განმარტებულია ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების კონტროლისა და პრევენცის მოთხოვნები.

ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობებში გაწერილია მოთხოვნა ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენებაზე დაკვირვებისა და კონტროლის ვალდებულების შესახებ. ზემოაღნიშნული მოთხოვნის შესრულებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიცირებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციასთან თანამშრომლობით შემუშავდა სპეციალური ფორმა სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის.

ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების აღრიცხვის ჟურნალის შევსების ინსტრუქცია:

განყოფილების/მიმართულების დასახელება – იწერება სტომატოლოგიის მიმართულებები, სადაც მოხდა პრეპარატის დანიშვნა: თერაპია (ენდოდონტია), პაროდონტოლოგია, პირის ღრუს ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, იმპლანტოლოგია

ანტიმიკრობული პრეპარატი (ამპ):  იწერება ანტიმიკრობული პრეპარატის ჯენერიკული დასახელება.

ერთჯერადი დოზა: ერთი დანიშნულების დოზის რაოდენობა (მაგ. 500, 1000)

ზომის ერთეული: გ, მგ და ერთეული

დღიური დოზა: დღე-ღამის განმავლობაში (24 საათი) მიღებული ანტიბიოტიკის რაოდენობა (მაგ. 1, 2)

ხანგრძლივობა: მიუთითეთ პაციენტმა რამდენი დღის მაძილზე უნდა მიიღოს აღნიშნული ამპ-ი

შეყვანის გზა: პარენტერალური (P), ორალური (O), რექტალური (R), ინჰალაციური (I)

მიკრობიოლოგიური კვლევის პასუხი მოთავსებულია პაციენტის ისტორიაში ან სამედიცინო ბარათში. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა ეფუძნება მიკრობიოლოგიური კვლევის მონაცემებს, მიუთითეთ პათოგენის სახეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწერება – “არა”.

იხილეთ “ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების აღრიცხვის ჟურნალი” – შევსებული ფორმა (ნიმუში) –  ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების აღრიცხვის ჟურნალი

ჟურნალის წარმოება დაშვებულია როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდვითი სახით.

სტომატოლოგიურ კლინიკებს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების სტატისტიკის ანგარიშგების ვალდებულება არ აქვთ განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ  ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენებაზე დაკვირვებისა და კონტროლის ვალდებულებულება განსაზღვრულია 2015 წლიდან.