ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით ნარჩენების მართვის კოდექსში შევიდა ცვლილებები. ცვლილების ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4702792?publication=

ცვლილების მიხედვით, ორგანიზაციები, რომლებსაც საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 120 კილოგრამზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი, ან 2 ტონაზე ნაკლები არასახიფათო ნარჩენი წარმოექმნებათ, 2025 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან:

  • გარემოსდავითი მმართველის განსაზღვისა და მისი ვინაობის შესახებ სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან.
  • ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებისა და სამინისტროსთან შეთანხმების ვალდებულებისგან;
  • ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულებისგან;

გასათვალისწინებელია, რომ  კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს მიღმე არსებული კომპანიებისთვის ზემოაღნიშნული მუხლების (მე-14, მე-15 და 29-ე) დარღვევის გამო, 200-დან 500 ლარამდე საჯარიმო სანქციებია.

მნიშვნელოვანია! ყველა კლინიკა, რომელსაც სახიფათო ნარჩენები წარმოექმნება, ნარჩენების გატანის დროს ელ. პორტალზე ავსებს ტრანსპორტირების ფორმებს.

🛑 შეგახსენებთ, რომ კლინიკებმა, რომლებიც რეგულაციის ქვეშ ექცევიან, 2020 წლის 1 იანვრიდან 1 მარტამდე სახიფათო ნარჩენების წლიური ანგარიშგება პორტალზე http://wms.mepa.gov.ge/ უნდა განახორციელოთ.