ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მეოთხე ფორუმი

გაცნობებთ, რომ ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“,   მასპინძლობს რიგით მეოთხე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმს, რომელიც გაიმართება 17 ოქტომბერს, ქ.თბილისში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში. მის: ქ.თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ N7. 

ფორუმი იმართება პროექტის „მხარდაჭერა ქართველ ქალთათვის გახდნენ წარმატებული ბიზნესლიდერები“ ფარგლებში,  აშშ-ის საელჩოს “დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების” პროგრამის მხარდაჭერით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით,  .

ფორუმის მომხსენებლები არიან როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ფორუმის ერთი პანელი დაეთმობა ქალთა მფლობელობაში არსებული ბიზნესის დაფინანსების ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროგრამებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა  მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ დაფინანსების წყაროებზე.

დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1tahpIwU-ZnrAm8xVGkUlVId_kU1cDTMT7wjzbV9ssvU/edit

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული მოსაწვევი და დღის წესრიგის სამუშაო ვერსია: Agenda-17 oct Eng

საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 595803333,