20 მარტი პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა!

პირის ღრუს ჯანმრთელობის დღე 20 მარტს, მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით აღინიშნება. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უერთდება პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნას.

საერთაშორისო კამპანია ითვალისწინებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას პირის ღრუს ჰიგიენის საკითხებზე და ხაზს უსვამს ჯანსაღი კბილების მნიშვნელობას, როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვანი ადამიანებისთვის. გარდა საგანმანათლებლო ღონისძიებებისა, წელს ხორციელდება მედია და სოც. მედია კამპანია.

შემოგვიერთდი! გადმოწერე ქავერის ფოტოს შაბლონი, განათავსე შენი ფოტო და გახდი სამაგალითო! მიმაგრებულ ფაილში იხილავთ psd ფაილს და შესაბამის შრიფტებს: https://bit.ly/2Cwm1R7

სოციალურ ქსელებში გამოიყენეთ შემდეგი ჰაშთეგები: #WOHD #WOHDgeo #WOHD2019