საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 იანვარის ბრძანება №01-6/ნ-ს შესაბამისად, სტომატოლოგიურ დაწესებულებებს განესაზღვრათ სავალდებულოა პროფილაქტიკური იმუნიზაცია. ბრძანება ამოქმედდა 2019 წლის 1 თებერვლიდან და იმუნიზაციის სტატუსის შესაბამისობა ამ ბრძანებით გათვალიწინებულ მოთხოვნებთან უნდა განხორციელდეს:
ა) არაიმუნური დასაქმებული პირის შემთხვევაში ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 8 თვისა;
ბ) არაიმუნური პირის დასაქმების შემთხვევაში, დასაქმებიდან არაუგვიანეს 8 თვის განმავლობაში.
ბრძანება ვრცელდება სტომატოლოგებზე, სტომატოლოგის ასისტენტებზე და სტომატოლოგიის ექთნებზე!
იხილეთ ბრძანების სრული ტექსტი: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2019/Failebi/30.01.2019-2.pdf