2019 წლის 16-19 მაისს UNIDI-ის (იტალიის სტომატოლოგიური ინდუსტრიის ასოციაცია ) ეგიდით ქ.რიმინში (იტალია) იმართება საერთაშორისო სტომატოლოგიური გამოფენა. სტომატოლოგიურ ინდუსტრიაში იტალიამ მიაღწია უაღრესად კონკურენტუნარიან პოზიციას საერთაშორისო ბაზრებზე და აქვს ლიდერის პოზიცია სტომატოლოგიურ კულტურაში.
გარდა მრავალპროფილიანი გამოფენისა, გაიმართება ყოვლისმომცველი სამეცნიერო პროგრამები ზოგად სტომატოლოგიაში და კონფერენციები, რომელიშიც მონაწილეობას მიიღებენ სტომატოლოგ- ტექნიკოსები, სტომატოლოგ- ჰიგიენისტები. საკონფერენციო შეხვედრები გადანაწილებულია საგამოფენო პავილიონებში გათავსებულ სასწავლო სტენდებზე. მაღალი დონის სპიკერთა ჯგუფი შერჩეულია ყველაზე მნიშვნელოვანი სტომატოლოგიურ ასოციაციებთან და უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, იმისათვის, რომ შესთავაზოს საუკეთესო სასწავლო შესაძლებლობები და საგანმანათლებლო პროგრამები.
EXPO3D-ში, ციფრული სამუშაოების ფარგლებში გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიების გარდა, ჩატარდება მდიდარი სამეცნიერო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია სტომატოლოგიურ პრაქტიკასა და ლაბორატორიებში ციფრული მოწყობილობების დანერგვაზე. ღონისძიებები ორგანიზებულია პროფესიონალი ასოციაციებისა და აკადემიური ექსპერტების მიერ, როგორიცაა ციფრული სტომატოლოგიური აკადემია, იტალიური ორთოპედიული სტომატოლოგიის აკადემია (AIOP), სან როფალელის უნივერსიტეტი, სიენას უნივერსიტეტი და იტალიის ორთოდონტთა საზოგადოება (SIDO).
დეტალური ინფორმაცია გამოფენასთან, კონფერენციებთან და გამგზავრებასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის იხილეთ: Rimini expo programa 2019