სტომატოლოგიური კლინიკების რეგულირება – ტრენინგები წყალტუბოში I GSA I RADIX

2023 წლის 25 თებერვალს, წყალტუბოში, პარკ ჰოტელ წყალტუბო “მაგნოლია”-ში სამეცნიერო კვლევითი ცენტრი “რადიქსი” რეგიონულ კონფერენციას მართავს.

კონფერენციის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://radix.ge/regionuli2023/

კონფერენციის მეორე დღეს, 26 თებერვალს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციასთან კოლაბორაციით, ჩატარდება ტრენინგები მენეჯმენტის საკითხებზე – “სტომატოლოგიური კლინიკების რეგულირება – მენეჯმენტის საკითხები, საკანონმდებლო მოთხოვნები და რეკომენდაციები”.

ტრენინგს გაუძღვება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი.

თემატიკა:

  • მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები;
  • ტექნიკური რეგლამენტი – „სამედიცინო ნარჩენების მართვა“
  • ნარჩენების მართვის კოდექსი
  • ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანების მოთხოვნები
  • სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე მინისტრის ბრძანების მოთხოვნები;
  • საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ;
  • ტექნიკური რეგლამენტის „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ;
  • საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ;
  • დეზინფექცია-სტერილიზაციის მოთხოვნები და რეკომენდაციები;
  • სხვა ნორმატიული დოკუმენტები

მისამართი: რუსთაველის 15ა, წყალტუბო. სასტუმრო “წყალტუბო პლაზა”

მონაწილების ღირებულება: 100 ლარი

საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თი-ბი-სი” ბანკი
ანგარიში სნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
ბანკის კოდი: 220101850
დანიშნულება: სახელი / გვარი -ის ტრენინგში მონაწილეობის საფასური

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

+(995 32) 30 97 11, +(995 95) 53 23 53

ელ ფოსტა: info@gsa.ge