2019 წლის 13-14 აპრილს, სასტუმრო “ბილთმორში” თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი გაიმართება. კონგრესი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადქისის” ორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება.
წინასწარი პროგრამა
- მკურნალობის მეთოდები ორთოგნათიულ ქირურგიაში – ემეკა კენკე, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრია
- ფრონტალური და საღეჭი კბილების მორფოლოგია – ალიბეკ ტლეუნაზაროვი -თერაპევტი, კომპანია Dentsply Sirona-ს ლექტორი. ყაზახეთი
- აპიკალური საყრდენის ფორმირება–ლიმიტი და რეალური შესაძლებლობები. HANDS-ON კურსი – გვანცა ტაბაღუა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსის“ არჩეული პრეზიდენტი, EEU ასისტენტ-პროფესორი
- პაროდონტიტისა და პერი–იმპლანტიტის არაქირურგიული მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენებით. HANDS-ON კურსი – პროფ. მარისა რონკატი, პირის ღრუს რეგისტრირებული ჰიგიენისტი, ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი, ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის სპიკერი. იტალია
- პაროდონტოლოგიური რეგენერაციული ქირურგია: რა? სად? როდის? HANDS-ON კურსი – თეა ნაცვლიშვილი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ვიცე-პრეზიდენტი, EEU ასისტენტ-პროფესორი, “ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი
- ალერგია სტომატოლოგის პრაქტიკაში: მართვის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები – ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი. ალერგიის და იმუნოლგიის ცენტრის კლინიკური გავითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კსუ აფილირებული ასისტენტ-პროფესორი
- მკურნალობა თუ პრევენცია? სტრატეგია და მიდგომის დაგეგმარება პედიატრიულ სტომატოლოგიაში – ნინო გვასალია, სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ყოფილი პრეზიდენტი და მრჩეველი
- ქსოვილების მართვა ესთეტიკურად მნიშნელოვან მიდამოებში პროთეზირების წინ – თენგო ბინიაშვილი, სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი”, საქართველო
- პირველი დახმარება – მითები, ფაქტები და რეალობა – ლაშა დოლიძე, ექიმი, ამერიკის გულის ასოციაციის BLS ინსტრუქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, კლინიკური სწავლების კოორდინატორი
- აქციე შენი კლინიკა ბრენდად – ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, EEU ასისტენტ-პროფესორი
-
სედაცია სტომატოლოგიაში – ანზორ ჩომახიძე, ანესთეზიოლოგი – ინტენსიური თერაპიის ექიმი . ჯოენის სამედიცინო ცენტრი . კლინიკა დენტექსი; ევროპის ანესთეზიოლოგ – ინტენსივისტთა ორგანიზაციის ასოცირებული წევრი ESA. ლექტორი ევროპის ანესთეზიოლოგთა უწყვეტი განათლების ეგიდით CEEA; კლივლენდის საუნივერსტიტეტო კლინიკის , სტენფორდის საუნივერსტიტეტო კლინიკის ობზერვაციის კურსთადმავრებული.
რეგისტრირებულად ითვლება მონაწილე, რომელსაც კონგრესის დასწრების საფასური დაფარული აქვს. თანხის გადახდის გარდა, სხვა ტიპის რეგისტრაცია საჭიროებას არ წარმოადგენს.
რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი – ს.ს. საქართველოს ბანკი ბანკის კოდი: BAGAGE22 მიმღები ანგარიშის ნომერი: GE47BG0000000874599300 ბენეფიციარი: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსი დანიშნულებაში თქვენი სახელი და გვარი მიუთითეთ ლათინურად. ისე, როგორც სერტიფიკატზე გსურთ რომ იყოს მითითებული!
არ დაგავიწყდეთ, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი თან იქონიოთ კონგრესზე გამოცხადებისას.
დასწრების ღირებულება შეადგენს:
2019 წლის იანვარი
- ექიმებისთვის – 150 ლარი
- სტუდენტების და რეზიდენტებისთვის – 50 ₾
- რეგიონების წარმომადგენელი ექიმებისთვის – 100 ₾
გვიანი რეგისტრაცია:
2019 წლის თებერვალი, მარტი
- ექიმებისთვის -180 ლარი
- სტუდენტების და რეზიდენტებისთვის – 70₾
- რეგიონების წარმომადგენლებისთვის – 130 ₾
ადგილზე რეგისტრაცია:
- ექიმებისთვის – 200 ₾
- სტუდენტების და რეზიდენტებისთვის – 90 ₾
- რეგიონების წარმომადგნელებისთვის – 150 ₾
შეთავაზება ექიმთა ჯგუფებისთვის:
- I-10 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში წინასწარი რეგისტრაციით ერთი მონაწილესთვის -110 ლარი, გვიანი რეგისტრაციის შემთხვევაში -140₾
- II- 5 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში წინასწარი რეგისტრაციით ერთი მონაწილესთვის – 130 ₾; გვიანი რეგისტრაციის შემთხვევაში – 160₾
გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის შემდგომ, თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია განცხადებით მომართვის შემთხვევაში არაუგვიანეს 1 აპრილისა. უკან ბრუნდება გადახდილი თანხის 60%.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
514 00 00 16
555 777 895
Email: radixge@gmail.com
ახალგაზრდული ფორუმი
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რადიქსი ახალგაზრულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აბსტაქტების მიღებას აგრძელებს. კონფერენცია ტრადიციულად თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში ტარდება.
შეგახსენებთ, რომ :
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ ბაკალავრის (სტუდენტი) ან პოსტ დიპლომური პროგრამის (რეზიდენტი) წარმომადგენელს.
- მომხსენებლის ან თემაზე მომუშავე სტუდენტების/რეზიდენტების რაოდენობა ორს არ უნდა აღემატებოდეს.
დაწვრილებითი ინფორმაცია და აბსქტრაქტის ფორმა შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ –YLD თეზისი ქართულად
აბსტრაქტების გადმოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: tidcyouth@gmail.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
tidcyouth@gmail.com
995 593 937 798