ახალი სახელმძღვანელოს “აქციე შენი კლინიკა ბრენდად” გაიმართა

ზურაბ ალხანიშვილი
2020 წლის 21 იანვარს,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ახალი სახელმძღვანელოს “აქციე შენი კლინიკა ბრენდად – სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტი” პრეზენტაცია.
Image may contain: 1 person, standing and suit
წიგნი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ზურაბ ალხანიშვილის და ასოციაციის პრეზიდენტის, ქეთევან გოგილაშვილის ავტორობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. (თანაავტორები: ალექსი ჩიქოვანი, ნინო გვასალია, თინი ოსეფაშვილი, ნინო ანდრიაძე, გვანცა ტაბაღუა)
Image may contain: 1 person, standing and text
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ:  ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე, პრორექტორი – პროფ. ნინო ოკრიბელაშვილი, პრორექტორი მზექალა აჭაიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დიმიტრი კორძაია, ასევე თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადიმერ მარგველაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მენაბდე, პროფესორი რუსუდან ქარსელაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორი პაატა იმნაძე, ბირთვული და რადიაციული უსაფრხთხოების სააგენტოს წარმომადგენელი დალი ჭიჭინაძე, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, რეზიდენტები და კლინიკების ხელმძღვანელები.

მისასალმებელი სიტყვებით წარსდგნენ: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, საქართველოს ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი გია ლობჟანიძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ჯანდაცვის ექსპერტი მარინა ბერაძე, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მარინა ბაიდაური და სხვები.
Image may contain: 5 people, people standing and suit
“აქციე შენი კლინიკა ბრენდად – სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტი” პირველი ქართულენოვანი გამოცემაა, რომელიც ამბულატორიული სტომატოლოგიური დაწესებულებების მართვის ძირითად პრინციპებს აერთიანებს და მოწოდებულია სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელებისთვის, დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების სტუდენტებისთვის, უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებისა და პრაქტიკოსი ექიმებისთვის.
Image may contain: 2 people, people standing
წიგნში პირველად ქვეყნდება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გაიდლაინები და მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.