სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ტესტირება ამ ეტაპზე სტომატოლოგებზე არ ვრცელდება

საქართველოში გართულებული ეპიდემილოგიური მდგომარეობის გამო, გაძლიერდა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები.

სამედიცინო პერსონალში ინფექციის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი ფართომასშტაბიანი გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ოქტომბრის N1938 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის № 975 განკარგულებით დამტკიცებულ „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხასა და ჩატარების წესში“. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, კორონავირუსზე სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარა ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული მთელი სამედიცინო პერსონალი (მ.შ. სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი ფიზიკური პირები), კერძოდ:

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-18 მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული № 1 და № 2 დანართებით, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
2020 წლის 19 სექტემბრის № 01-467/ო ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში, ე.წ. ცხელების ცენტრებისა და კოვიდ კლინიკებში დასაქმებული პერსონალი – ყოველ 7 დღეში ერთხელ;

ნებისმიერი სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში დასაქმებული პერსონალი და ეპიდემიოლოგები – ყოველ
7 დღეში ერთხელ; სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადების თანამშრომლები, მათ შორის, მძღოლები – ყოველ 14 დღეში ერთხელ;

იხილეთ შესაბამისი საკანონმდებლო აქტები:

თუმცა, ამ ეტაპზე, სავალდებულო ტესტირება არ მიმდინარეობს სამედიცინო პროფილის  ყველა დაწესებულებებში, მათ შორის სტომატოლოგიურ კლინიკებშიც.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ცვლილებების შესახებ ინფორმაციას დაუწყოვნებლიც მოგაწვდით.