2018 წლის 25 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრში “ექსპო ჯორჯია”, ტრადიციული სტომატოლოგიური კონფერენცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 25 ოქტომბერს, მე-3 პავილიონში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია გიწვევთ კონფერენციაზე. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ტარდება.
Posted by Beauty Exhibition on Monday, 17 September 2018
წინასწარი პროგრამა
10:00-11:00 სახელმძღვანელოს “რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში” პრეზენტაცია.
რადიოგრაფიის და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების განხილვა
ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
11:00-11:40 კარიესის მკურნალობის მეთოდების ევოლუცია, კარიესის კლასიფიკაცია – დიაგნოსტიკური ზღვრების მიმოხილვა, კვლევა და პრაქტიკა;
(სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) პოლიტიკური გადაწყვეტილება კარიესის ახალი კონცეფციის შესახებ)
ქეთევან გოგილაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
11:40-12:20 საირიგაციო ხსნარის აქტივაციის მეთოდები ენდოდონტიაში – შედარებითი ანალიზი და მოქმედების ეფექტურობა კლინიკურ პრაქტიკაში
გვანცა ტაბაღუა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსის” არჩეული პრეზიდენტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
12:20-13:20 შესვენება – ვიზიტი გამოფენაზე
13:20-14:00 პირის ღრუს პათოლოგიების – ძვლისა და რბილი ქსოვილების სიმსივნისწინარე დაავადებების დიფერენციალური დიაგნოსტიკა
გიორგი მენაბდე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი
მარიკა ზურმუხტაშვილი, დოქტორანტი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
14:00-14:40 პაციენტთა ორთოპედიული რეაბილიტაციის ძირითადი პრობლემები
ვლადიმერ მარგველაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი
14:40-15:40 შესვენება – ვიზიტი გამოფენაზე
15:40-16:20 უნდა დავუნიშნოთ თუ არა ფტორის პრეპარატები ბავშვებს
ნინო გვასალია, სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” პედიატრი სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი
16:20-17:00 პირის ღრუს კლასიკური და ინოვაციური ინდივიდუალური ჰიგიენური საშუალებები და მათი გამოყენების გზამკვლევი
თეა ნაცვლიშვილი, “ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება: 40 ლარი
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: http://gsa.ge/contact/
გაიცემა სერტიფიკატი
საბანკო რეკვიზიტები:
- ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
- “თი-ბი-სი” ბანკი
- ანგარიშის ნომერი: GE19TB1100000107700215
- ბანკის კოდი: 220101850
- დანიშნულება: სახელი / გვარი – კონფერენციაში მონაწილეობის საფასური