აპრილში სამეგრელოში და იმერეთში სტომატოლოგთა ასოციაციის კონფერენციები ჩატარდება

2024 წლის 6 აპრილს სამეგრელოში (ზუგდიდში), 27 აპრილს კი იმერეთში (ქუთაისში) საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის კონფერენციები ჩატარდება.

პროგრამა

სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია პაროდონტოლოგიურ პრაქტიკაში. ანტიბიოტიკების რეკომენდებული დოზირება ანთებითი დაავადებების მკურნალობის დროს – ქეთევან გოგილაშვილი, მედ.მეცნ. დოქტორი. პროფესორი. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი

რეცესიების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები – თეა ნაცვლიშვილი, საქართველოსსტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი. ალბიუსის პარონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი

სარძევე და მუდმივი კბილების ტრავმული დაზიანებები, მათი მართვის გაიდლაინები – ვახტანგ გოგუა, სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” სტომატოლოგი

ბრტყელი ლიქენი – კანის და ლორწოვანი გარსის აუტოიმური დაავადება. სიანტერესო კლინიკური შემთხვევების განხილვა – მარიამ ხარძიანი, საქართველოს პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი.

ბაქტერიული ბიოაპკის, რბილი ნადების და პიგმენტაციის მოსაშორებელი ინსტრუმენტები, მათი გამოყენების სწორი წესები – თინათინ სვანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, საქართველოს პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების „Study Club“-ის ხელმძღვანელი

პრესონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული რეგულაციები სტომატოლოგიური კლინიკებისთვის – ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

პაციენტის განათლება და მოტივაცია. პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის ინსტრუქტაჟი – სალომე ჯმუხაძე, საქართველოს პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების წევრი. კომპანია Cursept–ის ამბასადორი საქართველოში.

ორთოპედიულ პრაქტიკაში კბილთა პრეპარირების სწორი წესები პაროდონტის ქსოვილების პრევენციის მიზნით – ზურაბ იაკობიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი. სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ ორთოპედი.

 

დასწფება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მობ: 59 553 23 53

ელფოსტა: info@gsa.ge

Skip to main content