დაქირავებულ პირთა რეესტრი | სავალდებულო მოთხოვნა

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2021 წლის 1 თებერვლიდან,   დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება ხდება სავალდებულო.

დამქირავებელი პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე (eservices.rs.ge) პირადი ავტორიზებული გვერდიდან შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე შეავსოს დაქირავებულ პირთა რეესტრი, სადაც მიეთითება დაქირავებული ფიზიკური პირ(ებ)ის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი (აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი). 

დამქირავებელი პირის მიერ დაქირავებული ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციის არასწორად განსაზღვრა, იწვევს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსების წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  112-ე და 112-ე მუხლის 41-ე პუნქტით.

შენიშვნასაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  ბრძანების 112-ე მუხლის 41-ე პუნქტის მიხედვით, დამქირავებელი პირი ვალდებულია 2021 წლის 1 მარტამდე „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ელექტრონულად ასახოს 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია.

ვიდეო ინსტრუქცია „დაქირავებულ პირთა რეესტრი“

წყარო: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=167