დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს:
გაცნობებთ, რომ 2019 წლიდან იცვლება სტატისტიკური ანგარიშების წარმოების წესი და ანგარიშგება მთლიანად გადადის ელექტრონულ აღრიცხვიანობაზე, რაც არ მოითხოვს პირად კონტაქტებს და გამოანთავისუფლებს თქვენ სამუშაო დროს, ვინაიდან აღარ იქნება საჭირო ანგარიშების მიტანა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ან რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, რომლებსაც დაეკისრება საკონსულტაციო და ზედამხედველობის როლი.
ანგარიშების ატვირთვა შესაძლებელი გახდება სამუშაო ადგილებიდან ინტერნეტით, სპეციალურ პორტალზე. ფორმების ვიზუალური მხარე არ არის შეცვლილი და მათი შევსების წესი იგივე დარჩა, როგორც ქაღალდის მატარებელზე.
ამ ცვლილებებთან დაკავშირებით მზადდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯაბნმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, დეტალური ინფორმაცია ანგარიშების შევსების და პორტალზე ატვირთვის შესახებ დაიდება ბრძანების დამტკიცების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საიტზე (www.ncdc.ge). ბრძანების შესაბამისად, ყველა თქვენგანს დაეკისრება თქვენთვის სავალდებულო ანგარიშების შევსების და ატვითვის ვალდებულება. ბრძანებაში გაწერილია ანგარიშების წარმოდგენის ვადები. ახალი სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ყველა წლიური ანგარიშების გადაგზავნის ბოლო ვადა იქნება 28 თებერვალი, რაც საშუალებას მოგცემთ წინასწარ მოამზადოთ წლიური ანგარიშების შესავსებად საჭირო ინფორმაცია და მოემზადოთ მისი გადაგზავნისთვის.