2024 წლის 14-15 დეკემბერს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ ჩაატარა მასტერკლასი თემაზე: “იმპლანტისირგვლივი რბილი ქსოვილების დაავადებები, პრევენცია და მკურნალობის მართვა“. 12-ქულიანი კურსი განკუთვნილი იყო თერაპევტი, ორთოპედი და ყბა-სახის ქირურგი სტომატოლოგებისთვის.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს პერიიმპლანტური დაავადებების კლინიკური თავისებურებები, მათი მართვის თანამედროვე პროტოკოლები და პრევენციული ღონისძიებები. მასტერკლასმა სპეციალისტებს მისცა სიღრმისეული ცოდნა იმპლანტოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის ეფექტურად მართვისთვის.
