დროებითი გაიდლაინი სტომატოლოგიური მომსახურების მენეჯმენტისთვის

კოლეგებო, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გამგეობამ და ექსპერტთა საბჭომ შეიმუშავეს სტომატოლოგური მომსახურების მენეჯმენტის დროებითი გაიდლაინი, სადაც გაწერილია:

  • ალგორითმი “დროებითი გაიდლაინი გადაუდებელი და მწვავე პაციენტების განსაზღვრისთვის”
  • ალგორითმი “გადაუდებელი პაციენტების სკრინინგი COVID-19 ინფექციის იდენტიფიცირების მიზნით”
  • სტომატოლოგიური მანიპულაციების რისკის შეფასების ალგორითმი
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების რეკომენდაციები სხვადასხვა რისკის შემცველი მანიპულაციების შესაბამისად
  • ინფექციების კონტროლის პრინციპები პანდემიის პირობებში

მესამე ალგორითმის  შემუშავების მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა მანიპულაციების რისკის შეფასება იმ მიზნით, რომ მარეგულირებელმა შეძლოს მათი ეტაპობრივად დაშვება დროის სხვადასხვა ინტერვალით.

სამივე ალგორითმი მიზნად ისახავს COVID-19 პანდემიის დროს პაციენტების პრიორიტეტულობის განსაზღვრას, სკრინინგს და რისკების შეფასებას. არაა გამყარებული სახელმწიფო ნორმატიული დოკუმენტებით.  ალგორითმები შემუშავებულია ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA), სხვადასხვა საერთაშორისო რეკომენდაციების გათავლისწინებით და მოდიფიცირებულია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს მიერ, დაფუძნებულია მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე და არ ითვალისწინებს ეკონომიკურ ან პოლიტიკურ შეხედულებებს. ალგორითმები კონსერვატულ, ზოგად მითითებებს წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა მდგომარეობის შემთხვევაში სხვადასხვაგვარი ეფექტურობით იმუშავებს.

დოკუმენტზე მუშაობისას კონსულტაციები მივიღეთ სხვადასხვა პროფილური სტომატოლოგიური ასოციაციებისგან და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან.

დოკუმენტი გადაგზავნილია (2020 წლის 27 აპრილს) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რათა რეგულაციებზე მუშაობის დროს გათვალისწინებული იქნას სტომატოლოგიის დარგში არსებული საერთაშორისო გამოცდილება და დარგის წარმომადგენლების პოზიცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესაბამისად.

სტომატოლოგთა ასოციაცია აგრძელებს კონსულტაციებს სამინისტროსთან და სიახლეებს ეტაპობრივად მოგაწვდით.

დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: GSA – COVID19