სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის-FDI -ის 106-ე მსოფლიო კონგრესა, 5-8 სექტემბერს, ბუენოს აირესი მასპინძლობდა.
კონგრესში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, ტრადიაციულად, აქტიურად იყო ჩართული.
პროფ. ქეთევან გოგილაშვილი, რომელიც FDI-ს ქალთა მსოფლიო ორგანიზაციის გამგეობის წევრიც გახლავთ, ქალთა ფორუმზე მოხსენებით წარსდგა და ექიმ ქალთა პრობლემურ საკითხებზე და საქართველოში მსოფლიო ფორუმის ჩატარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
მოხსენებით გამოვიდა საქ. სტომ. ასოციაციის გენ. მდივანი, პროფ. მამუკა მარგველაშვილი. მან, როგორც ევროპის რეგიონალური ორგანიზაციის-ERO -ს სამუშაო ჯგუფის (კომიტეტის) თავმჯდომარემ, ჩვენი სტომატოლოგებისთვის მნიშვნელოვან და აუცილებლად გადასაწყვეტ საკითხებთან ერთად დააყენა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ERO-ს სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.
6 სექტემბერს ERO-ს პლენარულმა სხდომამ, რომელშიც ევროპის 37 ქვეყნის 80-მდე დელეგატი მონაწილეობდა, ერთხმად (მხოლოდ ერთმა დელეგატმა ბულგარეთიდან შეიკავა თავი) მხარი დაუჭირა პროფ. მამუკა მარგველაშვილის ამ ინიციატივას. იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში საქართველოს და ევროპის კიდევ 10-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარჩინებულ სტუდენტებს დაენიშნებათ FDI -ERO-ს სტიპენდია.
107 კონგრესს სან-ფრანსიცკო, 2019 წლის 5-6 სექტემბერს უმასპინძლებს.