„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად 2020 წლის 1 იანვრიდან ყველა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება (სტომატოლოგიური კლინიკების ჩათვლით) ვალდებულია, ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში,
კლინიკების მიერ ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში მონაცემების გადაცემა (გარდა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიწოდებული შემთხვევებისა) 2021 წლის 1 იანვრამდე ხორციელდება საპილოტე რეჟიმში.
სამედიცინო დაწესებულების მენეჯერის მიერ ელექტრონული რეცეპტის და EHR სისტემების მოხმარების ინსტრუქციის თანახმად ამ სისტემებთან სამუშაოდ სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს მომხმარებლის სახელი და პაროლი. რეგისტრაციისთვის დაწესებულების წარმომადგენელმა ინფორმაცია უნდა გადაგზავნოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hcsp@ moh.gov.ge
სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ: HCSP_Registration_Form
რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია და იდენტიფიცირების პროცედურები, გამოსაგზავნი ინფორმაციის აღწერილობა და სათანადო განმარტებები იხილეთ ბმულზე https://www.moh.gov.ge/ka/695/ (თანდართულ ფაილში)
სისტემასთან მუშაობის დეტალური სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/ka/695/
პორტალზე მუშაობის ვიდე ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/WWW.GSA.GE/videos/747073386232117