კონფერენცია სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტის საკითხებზე

2019 წლის 9 ნოემბერს, ექსპო-ჯორჯიაში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტის საკითხებზე. კონფერენცია თბილისის მედიცინის ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობდა.

სტომატოლოგიურ საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქეთევან გოგილაშვილი, ასოციაციის გენერალური მდივანი მამუკა მარგველაშვილი და  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორი პაატა იმნაძე წარსდგნენ.

კონფერენციის თემატიკა ასოციაციის წევრების ინიციატივით შეირჩა და მოიცავდა ყველაზე აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: სავალდებულო იმუნიზაცია, ინფექციების პრევენცია და კონტროლი, სახიფათო ნარჩენების მართვა, რადიაციული უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და სხვ.

მოხსენებებით წარსდგნენ:

ლიკა ჭაბიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს უფროსი – “სავალდებულო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის”

პავლე თვალავაძე – შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის წევრი- ექსპერტი შრომის უსაფრთხოების დარგში – “შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის მიმოხილვა”

ანა ბერეჟიანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქიმიური და სახიფათო ნარჩენების სამმართველოს უფროსი, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი –  “სახიფათო ნარჩენების მართვა”

ზურაბ ალხანიშვილი – ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი – “რადიაციული დაცვის საშუალებები სტომატოლოგიაში”

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ის პროფესორმა, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ახალი გაიდლაინი წარადგინა საზოგადოების წინაშე. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების  სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, თენგიზ საჩანელმა მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის რეგლამენტის პირობების შემოწმების სისტემა განიხილა.

10 ნოემბერს ასოციაციის ვიცე – პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილა ჩაატარა ტრენინგი სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხებზე. ტრენინგში 40 სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია მადლობას უხდის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების  სააგენტოს, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს თანამშრომლობისთვის!