სტომატოლოგიური კლინიკების საქმიანობის რეკომენდაციები

მსოფლიო კვლავ ებრძვის COVID19-ს პანდემიას. სტომატოლოგიური პროცედურების თავისებური მახასიათებლების გამო, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობის წვეთების და აეროზოლების გამოყოფას, აღნიშნული საქმიანობა ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფში შედის.

ქვეყნებში, რომლებშიც ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის შემუშავდა რიგი რეკომენდაციები:

  • არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა;
  • გეგმიური ვიზიტები შეიძლება გადავადდეს ეპიდსიტუაციის გამოსწორებამდე.

როგორი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად სტომატოლოგიური დაწესებულებები?

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეკომედაციების შესაბამისად, შეიძლება სტომატოლოგიური დაწესებულებები გადავიდნენ საგანგებო მუშაობის რეჟიმზე, რაც გულისხმობს მხოლოდ გადაუდებელი პაციენტების მომსახურებას.

რას გულისხმობს გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება?

სტომატოლოგიური პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირაციული სისტემის დაავადებების კლინიკური ნიშნები: ხველა, ქოშინი, მაღალი ტემპერატურა და  COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება იქნას მიღებული;

კორონავირუსით დაინფიცირებული საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგური მომსახურება;

გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება საჭიროა: სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში;

სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებულია, მოემსახუროს ზემოაღნიშნული მდგომარეობის მქონე პაციენტებს, რისთვისაც საჭიროა ინფექციების კონტროლის შესაბამისი ზომების დაცვა და ქვემოთ ჩამოთვლილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება:

  • ერთჯერადი ხალათი (უკან შესაკრავით)
  • რესპირატორი #95 ან ქირურგიული ნიღაბი FFP2
  • ერთჯერადი ხელთათმანები
  • თვალების დამცავი საშუალებები (სპეციალური სათვალე და სახის ფარი)
  • ჩაჩი (სამედიცინო ქუდი)
  • ბახილები

რესპირატორი #95 მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული სახეზე, ისე რომ სრულად ფარავდეს პირის ღრუსა და ცხვირის ნესტოებს. დაუშვებელია რესპირატორის ხელმეორედ გამოყენება. რესპირატორის ტარებისას და მოხსნისას არ უნდა შეეხოთ მის გარე ზედაპირს.

სტომატოლოგიურ კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა, ნიღაბი და დაიცვას სოციალური დისტანცია, ანუ მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მისი კონტაქტი სხვა პაციენტებთან და უშუალოდ მის მომსახურე სტომატოლოგიური პერსონალის გარდა სხვა პერსონალთან.

სტომატოლოგიური მომსახურება უნდა განხორციელდეს კაბინეტში, რომლის კარიც მჭიდროდ იკეტება.

მნიშვნელოვანია გამართული ვენტილაციის სისტემა და ჰაერის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 21 (პლუს – მინუს ერთ) გრადუსს.

გადაუდებელი მომსახურებისას მაღალი სიჩქარის ბუნიკების, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატების გამოყენება დაუშვებელია.

SARS-CoV-2 აქტიურად ვრცელდება ზედაპირებზე  – რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში – რაც დამოკიდებულია ზედაპირის ტიპზე, ტემპერატურაზე ან გარემოს ტენიანობაზე (WHO 2020c). შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და სტომატოლოგიურ კლინიკაში ყველა სახის ზედაპირების საფუძვლიანი დეზინფექცია.

სავალდებულოა:

  • ოთხ ხელში მუშაობის პრინციპის დაცვა
  • საიზოლაციო სისტემის (რაბერ დამის) გამოყენება
  • მაღალი სიმძლავრის ნერწყვგამწოვის გამოყენება
  • ხელების ხშირი დაბანა და ანტიმიკრობული საშუალებებით დამუშავება

მანიპულაციის დაწყებამდე პაციენტმა უნდა გამოივლის პირის ღრუს ანტიმიკრობული სავლები;

რენტგენოგრაფიული გამოკვლევის ჩატარების საჭოროებისას გამოიყენეთ ექტრაორალური რენტგენები (ორთოპანტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია)

მნიშვნელოვანია! ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით, რეკომენდაციები და ვალდებულებები ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს. თვალი ადევნეთ ვეგბვერდებს:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციაური დაცვის სამინისტრო: https://www.moh.gov.ge/
  • დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი: https://www.ncdc.ge/
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია: http://gsa.ge/
  • კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი საინფორმაციო პორტალი: https://stopcov.ge/