მწვავე რესპირაციული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტები რუტინულად მიმართავენ ამბულატორიულ სტომატოლოგიურ დაწესებულებებს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელვანია უსაფრთხოების სტანდარტული ზომების ზედმიწევნით დაცვა ყველა პაციენტის მომსახურების დროს.
გადაუდებელი პაციენტი
სტომატოლოგს შეიძლება მოუწიოს ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტის მომსახურება. ასეთია: დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში.
რისკის ჯგუფებში შემავალი პაციენტების გეგმიური ვიზიტები შეიძლება გადავიტანოთ მათ გამოჯანმრთელებამდე, ხოლო გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურებისას საჭიროა მკაცრად დაიცვათ სტანდარტული უსაფრთხოების ზომები:
- ხელის ჰიგიენა
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება
- დასუფთავება და დეზინფექცია
- ნარჩენების უსაფრთხო მართვა
აღნიშნული პაციენტის სტომატოლოგიური მომსახურებისას პერსონალმა უნდა გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:
- ერთჯერადი ხალათი (უკან შესაკრავით)
- რესპირატორი #95
- ერთჯერადი ხელთათმანები
- თვალების დამცავი საშუალებები (სპეციალური სათვალე და სახის ფარი)
- ჩაჩი
- ბახილები
რესპირატორი #95 მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული სახეზე, ისე რომ სრულად ფარავდეს პირის ღრუსა და ცხვირის ნესტოებს. დაუშვებელია რესპირატორის ხელმეორედ გამოყენება. რესპირატორის ტარებისას და მოხსნისას არ უნდა შეეხოთ მის გარე ზედაპირს.
სტომატოლოგიური კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა და გაიკეთოს ნიღაბი.
სტომატოლოგიური მომსახურება უნდა განხორციელდეს კაბინეტში, რომლის კარიც მჭიდროდ იკეტება.
პაციენტის სტომატოლოგიური მომსახურებისას მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მისი კონტაქტი სხვა პაციენტებთან და უშუალოდ მის მომსახურე სტომატოლოგიური პერსონალის გარდა სხვა პერსონალთან.
გეგმიური ვიზიტები
დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სტომატოლოგებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სახელმძღვანელო პრინციპები და იხელმძღვანელონ ახალი რეკომენდაციებით:
- სტომატოლოგიური კლინიკის პერსონალმა ხელები უნდა დაიბანოს გამდინარე წყლითა და თხევადი საპნით სულ მცირე 30-40 წამის განმავლობაში ან დაიმუშაოს ალკოჰოლშემცველი ხსნარით სულ მცირე 20-30 წამის განმავლობაში. რეკომენდებული სპირტის შემცველობაა – არანაკლებ 70%.
- სტომატოლოგიურმა პერსონალმა პაციენტისა მომსახურების დასრულებისთანავე უნდა გაიხადოს ერთჯერადი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და განათავსოს ინფექციური ნარჩენების კონტეინერში.
- არაერთჯერადი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (მრავალჯერადი სპეციალური სათვალე და სახის დამცავი ფარი) ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა დამუშავდეს.
- პერსონალმა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა.
- სტომატოლოგიურმა პერსონალმა ერთჯერადი ხელთათმანი დაუყოვნებლივ უნდა გამოიცვალოს მისი მთლიანობის დარღვევის ან დაბინძურების შემთხვევაში და ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა.
- ერთჯერადი ხელთათმანების ტარება არ ცვლის ხელის ჰიგიენის აუცილებლობას.
- პერსონალი დაუბანელი ხელებით ან დაბინძურებული ერთჯერადი ხელთათმანით არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს თვალებს, ცხვირსა და პირს.
- ხელთათმანების გახდისას ხელით არ უნდა შეეხოს მათ პოტენციურად დაბინძურებულ გარე ზედაპირებს.
- პაციენტის სტომატოლოგიური მომსახურების წინ და შემდეგ სტომატოლოგიური კაბინეტის საგნების და გარემოს ზედაპირები უნდა გაიწმინდოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია.
- უნდა დავიცვათ ხველის და დაცემინების ეტიკეტი:
კლინიკის ხელმძღვანელებს:
დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას აძლევს სამედიცინო პერსონალს, მათ შორის სტომატოლოგებს:
- ის პერსონალი, რომელსაც გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს ან იმოგზაურა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში, არ გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე
- განათავსეთ საინფორმაციო ფლაერები ან პოსტერები კლინიკის მოსაცდელში;
პაციენტებისთვის:
გარდა სტომატოლოგიური პერსონალისა, მრავალი კითხვა ჩნდება პაციენტების მხრიდან: მაგალითად, უნდა გავაუქმოთ თუ არა სტომატოლოგთან ჩანიშნული გეგმიური ვიზიტები?
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
- აღგენიშნებათ რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები;
- ან იმოგზაურეთ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში;
- და ან კონტაქტი გქონდათ დადასტურებული ან სავარაუდო შემთხვევის მქონე პირთან.
რუტინული სტომატოლოგიური მომსახურება ინფექციების გადაცემის მაღალი რისკის შემცველი საქმიანობაა, რაც ინფექციების გადაცემის პრევენციის უმაღლესი სტანდარტის გათვალისწინებას გულისხმობს.
გასათვალისწინებელია, რომ ახალი კორონავირუსი ჯერჯერობით კვლევის ფაზაშია და შესაბამისად, რეკომენდაციები შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ თვალი ადევნეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციებს ვებგვერდებზე: www.ncdc.ge და www.gsa.ge