საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის XXII საერთაშორისო კონგრესი ბათუმი, 10-11 ივლისი, 2026

2026 წლის 10-11 ივლისს, ზღვისპირა ქალაქი ბათუმი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის (GSA) XXII საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს. წლევანდელი კონგრესის მთავარ ფოკუსს და სადისკუსიო თემას წარმოადგენს „სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია“ (Special Care Dentistry) – მიმართულება, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თანამედროვე, ინკლუზიური ჯანდაცვისა და კლინიკური მედიცინის განვითარებაში.

კონგრესი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო დელეგატებს. ორდღიანი სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში, ექსპერტები აშშ-დან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან გააზიარებენ უახლეს კლინიკურ გამოცდილებასა და კვლევებს.

 

წინასწარი პროგრამა

დღე 1 – 10 ივლისი

10:00 – 10:30 | კონგრესის საზეიმო გახსნა

10:30 – 11:30 | ქვედა ყბის დისტრაქცია ახალშობილებში სასუნთქი გზების მართვისთვის სინდრომული მიკროგნათიების დროსალტონ ვაროლი , ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის პირისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (სტამბოლისა და ბათუმის კამპუსები), თურქეთი – საქართველო

11:30 – 12:30 სტომატოლოგიური ჩარევების დაგეგმვა და მართვა ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებში – სოფიო სამხარაძე, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, საქართველო

12:30 – 13:30 |  შესვენება

13:30 – 14:30 | სისტემური პათოლოგიების გავლენა სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმვაში და განხორციელებაში: კლინიკური შემთხვევების ანალიზი –  მარიკა ზურმიხტაშვილი,  მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის თანა-ხელმძღვანელი, საქართველო

14:30 – 15:30 | ონკოლოგიური პაციენტების პირის ღრუს მოვლა მკურნალობამდე, მკურნალობის დროს და შემდეგ  – ელჟბიეტა პაშინსკა, პროფესორი, პოზნანის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების დოქტორი, პოლონეთი

15:30 – 16:30 | საქართველოში რეგისტრირებული, ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის – თამთა ჩიქობავა – ბაუ-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური წევრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, საქართველო

დღე 2 – 11 ივლისი

11:00 – 12:30 | სიღრმისეული ხედვა ლითიუმის დისილიკატის რესტავრაციებზე ცირკონიუმის ეპოქაშიკენეტ ა. მალამენტი, D.D.S., M.Sc.D., აშშ

12:30 – 13:30 | ერბიუმის ლაზერის გამოყენება პაროდონტული დაავადებების, პერიიმპლანტიტის და ენდოდონტიური პროცედურების მკურნალობაში – გეორგი ტომოვი,  პროფესორი, პლოვდივის სამედიცინო უნივერსიტეტი, ლაზერული სტომატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISLD) აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ბულგარეთი

13:30 – 14:30 | შესვენება

14:30 – 15:30 | ოკლუზია თანამედროვე კერამიკულ მასალებსა და ციფრულ პროტოკოლებში, მარიამ მარველაშვილი-მალამენტი, DMD, MSc, PhD, FACP, აშშ – საქართველო

15:30 – 16:30 |  პაროდონტოლოგი, იმპლანტოლოგი, ორთოპედი სტომატოლოგი, საერთაშორისო ლექტორი და საგანმანათლებლო საზოგადოების ESPACE 14 – დენტალური იმპლანტოლოგიის კვლევისა და სწავლების კოლეჯის პრეზიდენტი რობერტ ფრომენტალი – (ლიონი, საფრანგეთი)

16:30 – 17:30 ლაზერული სტომატოლოგია – ფუფუნება თუ აუცილებლობა, რისოვანნაია ოლგა  – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

17:30 – 17:00| კონგრესის დახურვა და შეჯამება

 

მონაწილეობის ღირებულება:

  • 430 ლარი (წევრებისთვის)
  • 580 ლარი (არაწევრებისთვის)
  • 270 ლარი (სტუდენტისთვის)

25 ივნისის შემდეგ რეგისტრირებული მსმენელებისთვის არ გაიცემა სახელობითი სერტიფიკატი, გაიცემა შაბლონური სერტიფიკატი. რეგისტრაცია გულისხმობს კონფერენციის მონაწილეობის საფასურის გადახდას.

გვიანი რეგისტრაცია:

  • 530 ლარი (წევრებისთვის)
  • 680 ლარი (არაწევრებისთვის)
  • 290 ლარი (სტუდენტისთვის)

საბანკო რეკვიზიტები:

ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”

“თიბისი” ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE19TB1100000107700215

საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534

დანიშნულება: სახელი /გვარი -ის კონგრესში მონაწილეობის საფასური

საკონტაქტო ინფორმაცია:

+ 0322 30 97 11

+ 995 595 53 23 53

ელფოსტა: info@gsa.ge