საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ახალ პრაქტიკულ მასტერ-კლასებზე რეგისტრაციას აცხადებს

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია აცხადებს რეგისტრაციის დაწყებას ახალ პრაქტიკულ მასტერ-კლასებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ექიმი-სტომატოლოგების პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებასა და თანამედროვე კლინიკური მიდგომების დანერგვას. პროგრამები მოიცავს სტომატოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ მიმართულებას და მონაწილეებს სთავაზობს ღრმა თეორიულ ცოდნასა და ინტენსიურ პრაქტიკულ გამოცდილებას.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში პრაქტიკულ მასტერ-კლასებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს:
1. ბაზისური და პრე-კლინიკური კურსი ენდოდონტიაში
🔸 რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია: https://gsa.ge/case-studies/endo/
2. კბილის მაგარი და რბილი ქსოვილების დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობის მართვა ბავშვებში და მოზარდებში
🔸 რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია: https://gsa.ge/case-studies/pediatrics/
3. ენდოდონტიური და პაროდონტული (ენდო-პარო) დაზიანებები და მათი მკურნალობის მენეჯმენტი
🔸 რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია: https://gsa.ge/case-studies/endoparo/
4. იმპლანტის ირგვლივი რბილი ქსოვილების დაავადებები, პრევენცია და მკურნალობის მართვა
🔸 რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია: https://gsa.ge/case-studies/implant/
5. კბილთა პრეპარირება ორთოპედიული კონსტრუქციებისთვის პაროდონტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით
🔸 რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია: https://gsa.ge/case-studies/rest/
6. ინფექციების პრევენცია და კონტროლი
🔸 რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია: https://gsa.ge/case-studies/rest/
თითოეული მასტერ-კლასის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის პროგრამის შინაარსი, თარიღები და პირობები, ხელმისაწვდომია ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ შესაბამის ბმულებს რეგისტრაციისთვის.