ტრენინგი: ინფექციების პრევენცია და კონტროლი – 12 უპგ ქულა

პროგრამა აკრედიტებულია თერაპევტი სტომატოლოგებისთვის, ორთოპედი სტომატოლოგებისთვის, ორთოდონტებისთვის და ყბა-სახის ქირურგებისთვის.

ტრენინგი “სტომატოლოგიურ მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენცია და კონტროლი” განკუთვნილია ინფექციების პრევენციაზე და კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ სხვას არ შეუძლია ტრენინგის გავლა.

ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება სამედიცინო/სტომატოლოგიური/საექთნო/ საზოგადოებრივი ჯანდაცვის (მ/შ, სანიტარია-ჰიგიენისა და პროფილაქტიკური მედიცინის) მიმართულებით ან პროფესიული საექთნო განათლება და გავლილი მზადების შესაბამისი კურსი

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებისთანავე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ დაგეგმა და განახორციელა რიგი ღინისძიებები.

2015 წელს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში შეიქმნა სახელმძღვანელო “ინფექციების კონტროლი სტომატოლოგიაში”, (2016 წელს შესაბამისი ნაციონალური გაიდლაინი), რომელზე დაფუძნებითაც   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შეიქმნა ტრენინგ კურსი ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის. პროგრამას აკრედიტაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ მიანიჭა.

დღეისათვის, პროგრამის ფარგლებში, ათასობით სტომატოლოგი, ექთანი და დეკონტამინაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირია გადამზადებული.

ინფექციის კონტროლზე პასუხისმგებელი პირი “საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ” და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის №343 დადგენილებითაა განსაზღვრული.

ტრენინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ ტარდება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

2024 წლიდან განახლდა ტრენინგ მოდული და გაიზარდა მისი ხანგრძლივობა. შეიცვალა ფორმატიც.

ტრენინგის მინიჭებული აქვს 12 უპგ ქულა.

ტრენინგს უძღვებიან:

  • ქეთევან გოგილაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
  • ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
  • დავით წერეთელი,  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი
  • დავით კაპანაძე, სამედიცინო აპარატურის ინჟინერი

სასწავლო გეგმა:
– მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიმიხილვა
– ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნები და საკვანძო საკითხები
– ინსპექტირება, რეგულირება და თვითმონიტორინგი
– სტომატოლოგიური პერსონალის ხელების ჰიგიენა;
– სამედიცინო დაწესებულებაში გარემო ობიექტების ზედაპირების როლი ინფექციების გავრცელებაში;
– დეზინფექტანტების აქტივობაზე მოქმედი ფაქტორები;
– დეზინფექციის ძირითადი მეთოდები;
– წინასასტერილიზაციო დამუშავება;
– სტერილიზაცია;
– სტერილიზაციის ხარისხის კონტროლი;
– დეკონტამინაციის გარემოს მოწყობა – ძირითადი მოთხოვნები;
– სტომატოლოგიური ინსტრუმენტების წმენდა, დეზინფექცია, სტერილიზაცია – ხარისხის ძირითადი კრიტერიუმები;
– დეკონტამინაციის პირველი ეტაპი – ინსტრუმენტების მანუალური/ავტომატური წმენდა;
– ინსტრუმენტების დეზინფექცია, ძირითადი მოთხოვნები;
– ინტრუმენტების ინსპექცია;
– სტერილიზაცია – სტერილიზატორის სახეობები, სტერილიზაციის ეტაპის მონიტორინგი;
– გასტერილებული ინსტრუმენტების შენახვა;
– ნარჩენების შეგროვების, შენახვის და დამუშავების წესები.

საფასური:

  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრებისთვის და ექთნებისთვის: 245 ლარი
  • სტომატოლოგთა ასოაციაციის არაწევრი ექიმებისთვის: 320 ლარი
  • გავწევრიანების შესახებ ინფორმაცია იხილეთ: http://gsa.ge/join-the-gsa/

საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თი-ბი-სი” ბანკი
ანგარიში სნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
ბანკის კოდი: 220101850
დანიშნულება: სახელი / გვარი -ის ტრენინგში მონაწილეობის საფასური

ტრენინგი: ინფექციების პრევენცია და კონტროლი
Please enable JavaScript in your browser to complete this form.
კვალიფიკაცია