ჩატარდა კონფერენცია „მულტიდისციპლინური სტომატოლოგია“

2025 წლის 22 თებერვალს, „რადიქსის“ ორგანიზებითა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, გაიმართა კონფერენცია „მულტიდისციპლინური სტომატოლოგია“. ღონისძიება, რომელსაც 6 უპგ ქულა ჰქონდა მინიჭებული, მიზნად ისახავდა სტომატოლოგიის სხვადასხვა მიმართულების აქტუალური საკითხების განხილვას.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები: სოფიო სამხარაძე, ზურაბ იაკობიშვილი, ელენე ხარაშვილი, ნინო ნებიერიძე, თენგიზ ბინიაშვილი, ნინო ბერიძე და ხატია ოთარაშვილი. მათ ისაუბრეს ბავშვთა სტომატოლოგიის, ორთოპედიის, ორთოდონტიის, ენდოდონტიის, ესთეტიკური სტომატოლოგიისა და ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის მნიშვნელოვან ასპექტებზე, რითაც დამსწრეებს კომპლექსური ხედვა შესთავაზეს თანამედროვე სტომატოლოგიურ პრაქტიკაზე.