სარეზიდენტო პროგრამების განმახორციელებელთა საყურადღებოდ!

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

“COVID -2019 ინფექციასთან დაკავშირებით, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, სარეზიდენტო,  სუბსპეცილობის, სპეციალიზაციის და გადამზადების პროგრამების განხორციელების მონიტორინგის მიზნით, პროგრამების განმახორციელებელი სასწავლებლების/დაწესებულებების მიერ ა.წ. 8 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია  პროგრამების განხორციელების თაობაზე.

კერძოდ:

  1. მიმდინარეობს თუ არა სარეზიდენტო, სუბსპეციალობის, გადამზადებისა და სპეციალიზაციის  პროგრამებით სწავლების პროცესი და რომელ სპეციალობებში;
  2. პროგრამებში მზადების განხორციელების შემთხევვაში, წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია, ა. წ. აპრილ-მაისში, რომელ სპეციალობაში, რომელი მოდულის ფარგლებში და რომელ ბაზაზე მიმდინარეობს მზადება.

დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციის პერიოდში (ა. წ. აპრილ-მაისში) გავლილი მზადება ვერ იქნება გათვალისწინებული  პროგრამის ნაწილად.”