StopCov ფონდში სტომატოლოგების სახელით 10 000 ლარი გადაირიცხა!

როგორც მოგახსენეთ, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში ე.წ. დახმარების ფონდი შეიქმნა, რომელიც მიზნად ისახავდა StopCov ფონდისთვის თანხების შეგროვებას. როგორც ყოველთვის, სტომატოლოგთა საზოგადოება კვლავინდებურად ერთსულოვანი აღმოჩნდა და გაერთიანდა კეთილი საქმის გარშემო.
დღეს, 7 აპრილს, StopCov ფონდში, ქართველო სტომატოლოგების სახელით, 10 000 ლარი გადაირიცხა!
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ბათუმელ კოლეგას, მანანა ჭანტურიას, რომელმაც არა მხოლოდ ინიციატივა გააჟღერა, არამედ ჩართულიც იყო ორგანიზების პროცესში!
და განსაკუთრებული მადლობა თითოეულ სტომატოლოგს, რომ მრავალმხრივ რთული პერიოდის მიუხედავად გამონახა რესურსები, შეერთებოდა ინიციატივას!