Tbilisi Dental Show 2018

2018 წლის 25 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრში “ექსპო ჯორჯია”, ტრადიციული სტომატოლოგიური კონფერენცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 25 ოქტომბერს, მე-3 პავილიონში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია გიწვევთ კონფერენციაზე. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ტარდება.

 

წინასწარი პროგრამა

10:00-11:00 სახელმძღვანელოს “რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში” პრეზენტაცია.

რადიოგრაფიის და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების განხილვა

ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

11:00-11:40 კარიესის მკურნალობის მეთოდების ევოლუცია, კარიესის კლასიფიკაცია –  დიაგნოსტიკური ზღვრების მიმოხილვა, კვლევა და პრაქტიკა;

(სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) პოლიტიკური გადაწყვეტილება კარიესის ახალი კონცეფციის შესახებ)

ქეთევან გოგილაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი

11:40-12:20 საირიგაციო ხსნარის აქტივაციის მეთოდები ენდოდონტიაში – შედარებითი ანალიზი და მოქმედების ეფექტურობა კლინიკურ პრაქტიკაში

გვანცა ტაბაღუა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსის” არჩეული პრეზიდენტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

12:20-13:20 შესვენება – ვიზიტი გამოფენაზე

13:20-14:00 პირის ღრუს პათოლოგიების – ძვლისა და რბილი ქსოვილების სიმსივნისწინარე დაავადებების დიფერენციალური დიაგნოსტიკა

გიორგი მენაბდე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი

მარიკა ზურმუხტაშვილი, დოქტორანტი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

14:00-14:40 პაციენტთა ორთოპედიული რეაბილიტაციის ძირითადი პრობლემები

ვლადიმერ მარგველაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი

14:40-15:40 შესვენება – ვიზიტი გამოფენაზე

15:40-16:20 უნდა დავუნიშნოთ თუ არა ფტორის პრეპარატები ბავშვებს

ნინო გვასალია, სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” პედიატრი სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი

16:20-17:00 პირის ღრუს კლასიკური და ინოვაციური ინდივიდუალური ჰიგიენური საშუალებები და მათი გამოყენების გზამკვლევი

თეა ნაცვლიშვილი, “ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება: 40 ლარი

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: http://gsa.ge/contact/

გაიცემა სერტიფიკატი

საბანკო რეკვიზიტები:

  •  ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
  • “თი-ბი-სი” ბანკი
  • ანგარიშის ნომერი: GE19TB1100000107700215
  • ბანკის კოდი: 220101850
  • დანიშნულება: სახელი / გვარი – კონფერენციაში მონაწილეობის საფასური