11-13 თებერვალს ბაკურიანში, სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“-ში ტარდება საქართველოს სტომატოლოგთა ზამთრის მე -14 საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მოწვეული სპიკერები საქართველოდან , გერმანიასა და ბულგარეთიდან. სპიკერებს შორის არიან ქართველი კლინიცისტი სტომატოლოგები, რომელთაც გამოთქვეს სურვილი თავიანთი საინტერესო კლინიკური ქეისები და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს.
კონფერენციის ფარგლებში გაიხსნება გამოფენა , სადაც განთავსდება სპონსორების სტენდები.
სპონსორები არიან – კომპანია : „გეფა“; „ ავერსი“, „აზადენტ ფარმა“; „ფორესტა დენტი“; „ორალ ქეარი“; „დენტვილი“;“დენტალ აპი“; „ნეოდენტი“;“შტრაუმანი“; „გეა“.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან : „საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია“; „ჯეო პერიო“; საქართველოს პაროდონტოლოგთა და იმპლანტოლოგთა საზოგადეობა“; „საქართველოს უნივერსიტეტი“; „საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგა“; „უნივერსალ დენტალი“; „დენსი“;„ფემილი დენტი“; „აი ლაბი“; „სმაილ ქეარი“; „სტომატოლოგთა საერთაშორისო სკოლა“; „ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრი“; „დენტექს 95“; „იმპლანტ სტუდიო“.
პროგრამა
11 თებერვალი
8:00 – გამგზავრება თბილისიდან ბაკურიანში
13:00 – დაბინავება სასტუმრო“ ბაკურიანი ინნ“ ში
14:00- 15:00 – სადილი
15:30 – საგამოფენო სივრცის გახსნა
16:00- მე-14 ზამთრის საერთაშორისო კონფერენციის გახსნა
16:30 – 18:00 – თომას კეპლერი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,სამედიცინო ხარისხი პაროდონტოლოგიაში იმპლანტოლოგიასა და ორთოპედიაში. „ჰორიზონტალური ძვლოვანი დეფექტების პლასტიკა,ჭანჭიკოვანი მეთოდისა და ხელოვნური ძვლის გამოყენებით“
18:00 – 18:40 – დავით ფანჩულიძე ყბა-სახის ქირურგი,იმპლანტოლოგი,პერიოქირურგი „რბილი ქსოვილების მართვა იმპლანტების გარშემო“
18:40 – 18:50 – სოფო კვარაცხელია შპს ,,ტაურუსი“ გაყიდვების მენეჯერი.
,,უახლესი მოდელის doctor care პირის ღრუს ირიგატორი და ელექტრო ჯაგრისი“.
18:50 – 19:10 – მარიკა რამიშვილი პაროდონტოლოგი, ავთანდილ მაჭავარიანი მედიცინის აკადემიური დოქტორი ორთოპედ-იმპლანტოლოგი „რბილი და მაგარი ქსოვილების ეფექტური მართვა ესთეტიკურ ზონაში“
19:10 – 19:30 – მამუკა გოგიბერიძე ყბა-სახის ქირურგი მედიცინის დოქტორი,პროფესორი „ადენტიის რთული კლინიკური შემთხვევების მართვა დენტალური იმპლანტაციის და აუგმენტაციის მეთოდით“
19:30 – 20:00 – ვლადიმერ ბაჯიაშვილი სერთიფიცირებული ექიმი ქირურგიაში,თერაპიაში,ორთოპედიაში,იმპლანტოლოგიაში,ესთტიკურ სტომატოლოგიაში.,,პირველადი ციფრული კონსულტაცია,უშეცდომო დიაგნოსტიკა-ხელოვნური ინტელექტის დახმარებით“.
20:00- 21:00 – ვახშამი
21:00 – გალა ვახშამი
12 თებერვალი
9:00 – 10:00 – საუზმე
10:30 – 12:00 – მირენა დოიჩინოვა, კერძო პრაქტიკის ენდოდონტისტი ბულგარეთის სტომატოლოგთა გაერთიანების წევრი „ბიოკერამიკული მასალის გამოყენების ჩვენებები და მუშაობის ტექნიკა“
12:00 – 12:15 – გვანცა ფეტელავა ბავშვთა და მოზრდილთა ექიმი თერაპევტი „დენტალური ტრავმები და მათი მართვის პროტოკოლი ბავშვთა ასაკში“
12:15– 12:30 – ავთანდილ კვინიკაძე, ავერსის წარმომადგენელი.
,,პირის ღრუს მოვლის საშუალებები ვაითნგო,ლაკალუტი,ეკოდენტა’’
12:30– 13:15 – თამარ ნემსაძე ყბა სახის ქირურგი, ასისტენტ პროფესორი „რისკების შეფასება საფეთქელ-ქვედა ყბის დარღვევების მქონე პაციენტებში ორთოდონტიული და ორთოპედიული მკურნალობისას“
13:15- 13:30 – ირმა ჯღარკავა თერაპევტი,პაროდონტოლოგი „იმუნური სისტემის გავლენა პირის ღრუზე“.
13:30 – 13:45 – ლიკა მანია საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი „პირის ღრუს ჯანმრთელობა როგორც საზოგადოების გლობალური ჯანმრთელობის ნაწილი“
13:45- 14:00 – სოფო კაკრიაშვილი თერაპევტი,პაროდონტოლოგი,მიკროსკოპული ენდოდონტისტი, ლექტორი. „ჰიპოსალივაცია და პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოს მოსახლეობაში“
14:00- 15:00 – სადილი
15:00 – 17:00 თავისუფალი დრო
17:00 – 18:00 -პავლე ხუჯაძე ორთოპედი,იმპლანტოლოგი „ესთეტიკური კონსტრუქციების დაგეგმარება და პრეპარირების თანამედროვე მეთოდები“
18:00- 18:15 – ნინო მალაზონია თერაპევტ-პაროდონტოლოგი, პერიო ქირურგი „კბილის მაგარი ქსოვილების კარიესული და არაკარიესული დაზიანებების მკურნალობა ღრძილის რეცესიის მკურნალობასთან კომბინაციაში“
18:15 – 19:00 – ნინო დათუნიშვილი პაროდონტოლოგი,პერიო-ქირურგი,საბაზისო კურსი პაროდონტოლოგიაში ავტორი და ტრენერი „სუპრაკრისტალური სივრცე ქსოვილებისთვის,5 ძირითადი წესი თუ რა უნდა გაითვალისწინოს ორთოპედმა,პაროდონტოლოგმა და თერაპევტმა კბილის რესტავრაციის დროს“
19:00 – კონფერენციის დახურვა და სერთიფიკატების გადაცემა
20:00 – 21:00 – ვახშამი
21:00 – გალა ვახშამი
13 თებერვალი
9:00 – 10:00 – საუზმე
12:00 – check out
12:30 – გამომგზავრება ბაკურიანიდან