2024 წლის 5-6 ოქტომბერს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, თერაპიული სტომატოლოგიის სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე ექიმებისთვის ჩატარდა მაღალი დონის ტრენინგი. კურსს, რომელსაც 12 უპგ ქულა ჰქონდა მინიჭებული, უძღვებოდნენ ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სოფიო სამხარაძე და ექსპერტთა საბჭოს წევრი ქეთევან ჩიჩუა.
ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები თერაპიული სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. კურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ექიმებს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა.
