ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის კონგრესი

20-23 ივნისს ამსტერდამში პაროდონტოლოგთა საერთაშორისო კონგრესი Europerio9 ჩატარდა. კონგრესში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა დელეგატებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ:

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ კლინიკური ხელმძღვანელი, პროფ. ქეთევან გოგილაშვილი პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა „ალბიუსის“ ხელმძღვანელი თეა ნაცვლიშვილი, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ქოჩიაშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „რადიქსის“ პრეზიდენტი ლანდა ლურსმანაშვილი.

Europerio9-ს წელს 10 000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მნიშვნელოვან და საინტერესო ლექციებთან ერთად სპეციალისტების განსაკუთრებული ინტერესი პაროდონტის დაავადებათა ახალი კლასიფიკაციის პრეზენტაციამ გამოიწვია, რომელიც კლინიკურ პრაქტიკასა და საგანმანათლებლო პროგრამებში დაუყოვნებლივ უნდა დაინერგოს.

კონგრესის ფარგლებში არაერთი საქმიანი შეხვედრა შედგა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად დაიგეგმა საინტერესო პროექტები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში პაროდონტოლოგიის დარგის განვითარებას.

ახალი კლასიფიკაციის პრეზენტაცია შემოდგომას, Perio Tbilisi 2018-ის ფარგლებში შედგება.