ჩატარდა სასწავლო კურსი კბილთა პრეპარირების თანამედროვე მეთოდებზე

2024 წლის ნოემბერში, ორთოპედი და თერაპევტი სტომატოლოგებისთვის წარმატებით ჩატარდა სასწავლო კურსი თემაზე: „კბილთა პრეპარირების სპეციფიკა ორთოპედიული კონსტრუქციების შერჩევის დროს“. ტრენინგმა, რომელსაც 12 უპგ ქულა ჰქონდა მინიჭებული, დიდი დაინტერესება გამოიწვია და ორი სესიის სახით (9-10 და 23-24 ნოემბერს) გაიმართა.

კურსის მონაწილეებმა შეისწავლეს პრეპარირებისა და ანაბეჭდის აღების სწორი ტექნიკა, საანაბეჭდო მასალების შერჩევის პრინციპები და ციფრული სკანირების უპირატესობები, რაც აუცილებელია პაროდონტის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და მაღალხარისხიანი ორთოპედიული შედეგის მისაღწევად.