2024-2025 წლებში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და გორში — წარმატებით ჩაატარა ტრენინგების სერია თემებზე: „სტომატოლოგიურ მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენცია და კონტროლი“ და „სამედიცინო ნარჩენების მართვა სტომატოლოგიაში“.
აღნიშნული ტრენინგები, რომლებსაც 12 უპგ ქულა ჰქონდა მინიჭებული, განკუთვნილი იყო კლინიკებში ინფექციების კონტროლსა და ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის. კურსებს უძღვებოდნენ ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. ტრენინგების განახლებული მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც სრულად შეესაბამება თანამედროვე რეგულაციებსა და სტანდარტებს. პროგრამამ ათასობით სპეციალისტის გადამზადება უზრუნველყო.
