2020 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია უკვე მეთექვსმეტედ გიწვევთ ქალაქ ბათუმში კონფერენციაზე. მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ღონისძიება განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება. საერთაშორისო კონგრესის ნაცვლად, რეგიონული კონფერენცია გაიმართება მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით.
პროგრამის გადმოწერა: GSA CONFERENCE 2020
პროგრამა
08:00-09:30 მონაწილეთა რეგისტრაცია, საგამოფენო სივრცის დათვალიერება
09:30-10:00 კონფერენციის ოფიციალური გახსნა, ასოციაციის საკოორდინაციო საბჭოს ახალ წევრთა წარდგენა
10:00-10:40 ღრძილის რეცესიასთან დაკავშირებული კბილის ყელის არაკარიესული დეფექტები.
ქეთევან გოგილაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
10:40-11:00 პაროდონტის დაავადებათა კომპლექსურ მკურნალობაში პაროდონტაქსის ახალი ფორმულის გამოყენების პერსპექტივა. ®
მარიამ ქურციკიძე – სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ გენერალური მდივანი
11:00-12:30 ფრონტალური კბილების ესთეტიკური რეაბილიტაცია კომპოზიტური ვინირებით (ლექცია, Hands-on კურსი ყველა მონაწილესთვის).
თეა ჩუბინიძე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი
12:30-13:10 ფესვის არხის პათოლოგიური რეზორბციის ენდოდონტიური მკურნალობის პროტოკოლი ბავშვებში და მოზრდილებში.
სოფიო სამხარაძე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი
13:10-13:20 Fotona-ს ლაზერული სისტემების უსაზღვრო შესაძლებლობები სტომატოლოგიაში. ®
ქეთევან გელაშვილი – პაროდონტოლოგი, „ალბიუსის“ პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის პერიოკლუბის ხელმძღვანელი.
13:20-14:20 შესვენება
14:20-15:00 ყბა-კბილთა სისტემის ძვლოვანი პათოლოგიები.
გიორგი მენაბდე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
15:00-15:10 დენტალური ენდოოსალური იმპლანტის შერჩევის მნიშვნელობა ძვლის ტიპის მიხედვით. ®
მამუკა გოგიბერიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
15:10-15:50 რაციონალური პროტეზირება იმპლანტებზე – იმპლანტაციის წარმატების საფუძველი.
ვლადიმერ მარგველაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
15:50-17:00 პაროდონტული ჯიბის მკურნალობა – რა შეიცვალა ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის (EFP) მკურნალობის 2020 წლის გაიდლაინში; ულტრაბგერითი ინსტრუმენტირების ძირითადი პრინციპები: უსაფრთხოება და ეფექტურობა.
თეა ნაცვლიშვილი, ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთან საბჭოს წევრი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ RADIX-ის ვიცე-პრეზიდენტი.
17:00-17:10 თავისუფალი ჟანგბადის გამოყენების პერსპექტივები პირის ღრუს მოვლის ინდუსტრიაში. ®
ზურაბ ალხანიშვილი – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება:
- 100 ლარი (ასოციაციის წევრებისთვის)
- 180 ლარი (ასოციაციის არაწევრებისთვის)
საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თიბისი” ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
დანიშნულება: სახელი / გვარი -ის კიონფერენციაში მონაწილეობის საფასური