პირველადი დახმარება / ინფექციების პრევენცია და კონტროლი | ექიმის და პაციენტის უსაფრთხოება – 12 უპგ ქულა

სასწავლო პროგრამა „ექიმის და პაციენტის უსაფრთხოება – ინფექციების პრევენცია და კონტროლი და პირველადი დახმარება სტომატოლოგიურ კლინიკაში“

აკრედიტაციის ნომერი: 0942

მინიჭებული აქვს  I ტიპის 12 უპგ ქულა.

პროგრამა განისაზღვრა სპეციალობებში: თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ორთოდონტია, ყბა-სახის ქირურგია, ქირურგიული სტომატოლოგია, ზოგადი პროფილის სტომატოლოგია, ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია, ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია.

აქტივობის განმხორციელებელი დაწესებულებები:

  • ააიპ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია
  • ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
  • შპს პირველადი დახმარების ცენტრი

სასწავლო პროგრამის მიზანია, მსნემელმა შეისწავლონ სტომატოლოგიურ კლინიკაში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის, პირველადი გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო და ეროვნული გაიდლაინები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ალერგიული რეაქციების ადრეული ნიშნების ამოცნობასა და მათი მართვის უნარების განვითარებას, მათ შორის ანაფილაქსიის მართვის პრაქტიკულ ალგორითმებს. პროგრამა მოიცავს გადაუდებელი დახმარების უნარების გაძლიერებას, მათ შორის CPR-ის და უბედური შემთხვევებისას ეფექტური რეაგირების ტექნიკებს. მსმენელები შეისწავლიან სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაციის, ეტიკეტირებისა და უსაფრთხო განადგურების პროცესებს, რაც კრიტიკულია ინფექციების პრევენციისთვის. პროგრამა ასევე განავითარებს ცოდნას ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციასა და პოლიფარმაციის მართვაზე, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და პასუხისმგებლიან კლინიკურ პრაქტიკას.

პროგრამა რეკომენდებულია ექიმებისთვის! ინფექციების პრევენციასა დ აკონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის რეკომენდებული კურსია: “სტომატოლოგიურ მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენცია და კონტროლი”

ტრენინგი ორ დღიანია. 1 დღე ეთმობა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებს, მეორე სამუშაო დღე – პირველად დახმარებას.

ტრენერები:

  1. ზურაბ ალხანიშვილი – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი
  2. დავით წერეთელი – მთავარი სპეციალისტი, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
  3. არჩილ მარშანია – ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, პროგრამის ხელმძღვანელი / ტრენერი, მრავალწლიანი საერთაშორისო და ადგილობრივი კლინიკური და საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილებით
  4. ირაკლი ხეჩიკაშვილი – ექიმი პარამედიკოსი, ტრენერი, რამდენიმე წლიანი გამოცდილება კლინიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობაში
  5. თამარ ადეიშვილი – ექიმი პედიატრი, ტრენერი, მრავალწლიანი გამოცდილება კლინიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობაში
  6. ლევან ძარია – სპორტის ექიმი, ტრენერი, რამდენიმეწლიანი გამოცდილება კლინიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობაში
  7. დავით ნარტყოშვილი – ექიმი, პირველადი დახმარების სპეციალისტი

საფასური:

  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრებისთვის და ექთნებისთვის: 265 ლარი
  • სტომატოლოგთა ასოაციაციის არაწევრი ექიმებისთვის: 320 ლარი
  • გავწევრიანების შესახებ ინფორმაცია იხილეთ: http://gsa.ge/join-the-gsa/

საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თი-ბი-სი” ბანკი
ანგარიში სნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
ბანკის კოდი: 220101850
დანიშნულება: სახელი / გვარი -ის ტრენინგში მონაწილეობის საფასური

ტრენინგი: პირველადი დახმარება / ინფექციების პრევენცია და კონტროლი | ექიმის და პაციენტის უსაფრთხოება
Please enable JavaScript in your browser to complete this form.
კვალიფიკაცია