
ზურაბ ალხანიშვილი
ვიცე პრეზიდენტი
ზურაბ ალხანიშვილმა 2005 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესიული (ორთოპედიული) კოლეჯი. 2009 წელს კი ამავე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი სტომატოლოგიაში.
2010 – 2012 წწ. გაიარა ბერგენის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა “ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება”, სამაგისტრო ნაშრომი (კვლევა) მოამზადა თემაზე “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობა საქართველოში” და მიენიჭა ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრის ხარისხი.
2016 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ჯანდაცვის მენეჯმენტში. 2016 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტია კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით. 2017 წელს დაასრულა სარეზიდენტო კლინიკური კურსი სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსში”.
სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სასერტიფიკატო კურსები ჯანდაცვის პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებით და პრაქტიკული კურსები უნგრეთში, სამელვეის უნივერსიტეტში და ეგვიპტეში, ალექსანდრიის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
მუშაობდა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამებში და პროფესიულ საზოგადოებებში. 2006 წლიდან ეწევა პუბლიცისტურ საქმიანობას.
ზურაბს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება, სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში შემდეგ ორგანიზაციებთან: WHO, UNDP, UNICEF, Zinc Network, World Vision International და სხვები. ჩართული იყო რამდენიმე სახელმძღვანელოს, ნაციონალური გაიდლაინის და სახელმწიფო დოკუმენტის შექმნაში. 2020 წლიდან საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების კოორდინატორია. 2025 წლამდე USAID-ის პროგრამის Unity Through Diversity ფარგლებში ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდულ პროგრამას ხელმძღვანელობდა.
2016 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (EQE) ექსპერტ-ფასილიტატორი, აკადემიური პროგრამების აკრედიტაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრია. 2022 წლიდან – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტომატოლოგიის უმაღლე
აკადემიურ საქმიანობას ეწევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროფესიული აქტივობები
გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მონაწილეობა აქვს მიღებული ასამდე სამეცნიერო ღონისძიებაში, მათ შორის ლექციებით წარსდგა ლიტვის სტომატოლოგიური პალატის საერთაშორისო კონგრესზე “სტომატოლოგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის” (მოხსენების თემა “სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებში”) ქ. პრაღის (ჩეხეთი) ორთოდონტთა მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმზე მოხსენებით – “სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებში”; შეზღუდული შესაძლებლობებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის საერთაშორისო ასოციაციის 23-ე საერთაშორისო კონგრესზე და სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის ასოციაციის 28-ე ყოველწლიურ შეხვედრზე ჩიკაგოში (აშშ) კვლევის პრეზენტაცია თემაზე: “განვითარების დარღვევების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების მისაწვდომობა საქართველოში”. ბარსელონაში (ესპანეთი) ამერიკის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEA) კონფერენციაზე ” International Woman’s Leadership Conference” მოხსენებით “ორსული პაციენტის სტომატოლოგიური და სამედიცინო მომსახურების მენეჯმენტი”.
2009-2014 წლებში იყო სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” პრეზიდენტი, 2014 წლიდან საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. 2025 წლიდან კი – საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პრეზიდენტი.
ბიბლიოგრაფია
- სტომატოლოგის ასისტენტის სახელმძღვანელო (ავტორი). – თბილისი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016. – 47გვ.
- რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში. სახელმძღვ. (ავტორი). – თურქეთი, “IMAK”, 2018
- აქციე შენი კლინიკა ბრენდა”. სახელმძღვანელო. (ავტორი). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2020