ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები სტომატოლოგიურ კლინიკებში

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:

სტომატოლოგი აღჭურვილ უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის შემდეგი საშუალებებით:

  • ერთჯერადი რესპირატორი N95 ან უფრო მაღალი დონის რესპირატორი
  • ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი (არასტერილური)
  • ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი
  • თვალების დამცავი საშუალებები (დამცავი სათვალე, სახის ფარი)
  • ბახილები
  • ჩაჩი (სამედიცინო ქუდი)

რესპირატორი N95-ის გამოყენება აუცილებელია აეროზოლების რისკის წარმოქმნასთან დაკავშირებული მანიპულაციების წარმოებისას. ამ შემთხვევაში რესპირატორი მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული სახეზე ისე, რომ სრულად ფარავდეს პირის ღრუსა და ცხვირის ნესტოებს. დაუშვებელია რესპირატორის ხელმეორედ გამოყენება. რესპირატორის ტარებისას და მოხსნისას არ უნდა შეეხოთ მის გარე ზედაპირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს ყველა იმ პანიპულაციის ჩატარება, სადაც არსებობს აეროზოლის წარმოქმნის ალბათობა.

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესი იხილეთ ბმულზე: 

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გახდის დროს გაითვალისწინეთ პრინციპები:

  • პირველ რიგში, მანიპულაციის დასრულების შემდეგ, ეკიპირების მოხსნამდე, ვიმუშავებთ ხელთათმანიან ხელებს სადეზინფექციო ხსნარით;
  • ვიხდით ბახილებს (ხელით შეხების გარეშე);
  • ვიხდით ერთჯერად ხალათს;
  • სასურვილია ხელთათმანიანი ხელების სადეზინფექციო ხსნარით კიდევე ერთხელ დამუშავება;
  • ვიხსნით ჩაჩს;
  • ვიხსნით სახის ფარს / დამცავ სათვალეს;
  • შემდგომ ვიხდით ხელთათმანს, ვიცვამთ ახალ, ერთჯერად ხელთათმანს და ვაგრძელებთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გახდას (თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პროტოკოლების მიხედვით, შესაძლებელია, ეკიპირების მოხსნა გაგრძელდეს ხელთათმანის გარეშე, სუფთა ხელებით)
  • ბოლოს ვიხსნით – ნიღაბს / რესპირატორს; ვიხსნით აუცილებლად თასმების დახმარებით.
  • მნიშვნელოვანია, რომ ხალათის და ხელთათმანის გახდისას, ხელით არ შეეხოთ ხალათის და ხელთათმანის გარე ზედაპირს.

გამოყენებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა განთავსდეს ინფიცირებული ნარჩენების დახურულ კონტეინერში.

 

დამატებითი მოთხოვნები სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარებისას

სავალდებულოა:

  • ოთხ ხელში მუშაობის პრინციპის დაცვა
  • საიზოლაციო სისტემის (რაბერ დამის) გამოყენება
  • მაღალი სიმძლავრის ნერწყვგამწოვის გამოყენება
  • ხელების ხშირი დაბანა და სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება

ზოგადი მოთხოვნები

  • მწვავე რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტების იდენტიფიცირება ხდება რეგისტრაციის ეტაპზე.
  • სტომატოლოგიურ კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა, გაიკეთოს სამედიცინო ნიღაბი და დაიცვას სოციალური დისტანცია, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს მისი კონტაქტი სხვა პაციენტებთან და დაწესებულების სხვა (უშუალოდ მის მომსახურე პერსონალის გარდა) პერსონალთან.
  • სტომატოლოგიური მომსახურება უნდა განხორციელდეს ერთ-სავარძლიან კაბინეტში, მჭიდროდ დახურული კარის პირობებში.
  • მნიშვნელოვანია გამართული ვენტილაციის სისტემის არსებობა და ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 21 გრადუსს.
  • მანიპულაციის დაწყებამდე პაციენტმა უნდა გამოივლოს პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები.
  • რენტგენოგრაფიული გამოკვლევის ჩატარების საჭიროებისას გამოყენებულ იქნეს ექსტრაორალური რენტგენები (ორთოპანტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია);
  • დაწესებულებაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთჯერადი ხელსახოცები.
  • დაწესებულებაში მყოფი ყველა პირი ატარებს ქირურგიულ ნიღაბს, მათ შორის, სამედიცინო კაბინეტის გარე სივრცეებშიც (მოსაცდელი, რეგისტრატურა და.ა.შ.), ნიღაბი ექვემდებარება შეცვლას თითოეულ პაციენტთან მომსახურების დასრულებისთანავე.

 

ინფექციების კონტროლის ზოგადი მოთხოვნები:

ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 აქტიურად ვრცელდება გარემოს ზედაპირებზე და ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია ზედაპირის ტიპზე, ტემპერატურაზე ან გარემოს ტენიანობაზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და სტომატოლოგიურ კლინიკაში ყველა სახის ზედაპირების საფუძვლიანი დეზინფექცია:

  • სამედიცინო პერსონალი უნდა იცავდეს ხელის ჰიგიენის წესებს (ხელების დაბანა თხევადი საპნითა და თბილი წყლით, ან ხელების დამუშავება სპეციალური ანტისეპტიკით-სანიტაიზერით). ხელის ჰიგიენა სრულდება, როგორც მომსახურების დაწყების, ისე დამთავრების შემდეგ. დაბანის შემდეგ ხელების გასამშრალებლად გამოიყენება ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცები;
  • ზედმიწევნით დაცული უნდა იყოს დაწესებულების დასუფთავებისა და დეზინფექციის წესები.

 

აუცილებელი მოთხოვნები

შეგახსენებთ!

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული სავალდებულო სახის რეკომენდაციების შესაბამისად:

  1. არ უნდა ჩატარდეს გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 1 მაისამდე.
  2. არ უნდა იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა.
  3. რესპირატორული დაავადებების კლინიკური სიმპტომების არსებობისას განხილულ უნდა იქნეს სამედიცინო მომსახურების გადავადების შესაძლებლობა პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.
  4. იმ შემთხვევაში, როცა სტომატოლოგიური ჩარევის გადავადება შეუძლებელია, გადაუდებელი დახმარების სერვისი უნდა განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვით, რომლის მთავარი მიზანია დაავადების გადაცემის პრევენცია.
  5. კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს შეიძლება გაეწიოთ მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგური მომსახურება.
  6. გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია!
ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით, რეკომენდაციები და ვალდებულებები ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს.

თვალი ადევნეთ ვეგბვერდებს:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციაური დაცვის სამინისტრო: https://www.moh.gov.ge/
  • დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი: https://www.ncdc.ge/
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია: http://gsa.ge/
  • კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი საინფორმაციო პორტალი: https://stopcov.ge/

რეკომენდაციები მომზადებულია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან ერთად, ცენტრის მიერ შემუშავებულ გაიდლაინებზე დაყრდნობით

გამოყენებული მასალები:

  • „წვეთოვანი და კონტაქტური გზით გადაცემადი პათოგენების შემთხვევაში საჭირო პირადი დაცვის აღჭურვილობის მოხმარების პროცედურები სამედიცინო პერსონალისთვის“ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული ბრძანებები და რეკომენდაციები: https://stopcov.ge/ka/Recommendation
  • Interim Infection Prevention and Control Recommendations for Patients with Suspected or Confirmed Coronavirus Disease 2019 (COVID-19) in Healthcare Settings – Centers for Disease Control and Prevention https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/hcp/infection-control-recommendations.html
  • Interim Infection Prevention and Control Guidance for Dental Settings During the COVID-19 Response – Centers for Disease Control and Prevention https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/hcp/dental-settings.html