1900 წლის 24 მაისს თბილისში პირველად შეიქმნა კბილის ექიმთა საზოგადოება. კბილის ექიმთა ქართული საზოგადოება მაშინ 30-მდე კბილის ექიმსა და დოცენტს აერთიანებდა. საზოგადოების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პირველი ქრთველი კბილის ექიმი ვ.ჭიჭინაძე. კბილის ექიმთა საზოგადოება ჯერ ოდონტოლოგთა და შემდეგ კი სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებად გადაკეთდა.
საქართველოს სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარეებად შემდგომში წარმატებით მუშაობდნენ გამოჩენილი მეცნიერები: ა.ურუშაძე, ა.ედიბერიძე, ა.ზიმბელიძე, ლ.ჭელიძე, ნ.ბაძოშვილი.
საზოგადოების სხდომები პირველ ხანებში უმთავრესად მკურნალობის პრაქტიკული ხასიათის საკითხებზე იმართებოდა. სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება ერთგვარ კონტროლს ახორციელებდა კერძო სტომატოლოგიური კაბინეტების მუშაობაზე, შემდგომში კი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამეცნიერო, საორგანიზაციო და პრაქტიკული სტომატოლოგიის საკითხთა გადაწყვეტაში. 1991 წელს სტომატოლოგთა საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა.
1991 წლის ოქტომბერში პროფესორ ომარ ნემსაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა საქართველოს სტომატოლოგთა ყრილობა და დაარსდა საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაცია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და აქტიურად ემსახურება ისეთი ამოცანების შესრულებას, როგორიცაა: ქვეყანაში სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ცოდნის და სამსახურის დონის ამაღლება, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვა, კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის პარალელურად 1997 წლის 1 ივლისს დაარსდა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია 1998 წელს ბარსელონაში (ესპანეთი) სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ასოცირებული წევრი გახდა, 1999 წელს მეხიკოში (მექსიკა) – ნამდვილი წევრი, 2001 წლიდან არის სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ევროპის რეგიონული ორგანიზაციის (ERO) ნამდვილი წევრი.
ასოციაციაში ფუნქციონირებს საორგანიზაციო, მეცნიერებისა და განათლების, საექსპერტო, საერთაშორიო ურთიერთობათა, რეგიონებთან ურთიერთობის კომიტეტები.
დღეისათვის ასოციაცია 4000-ზე მეტ წევრს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით და 7 რეგიონული ორგანიზაცია აქვს დაფუძნებული: კახეთში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, თბილისში, სამეგრელოსა და აჭარაში.
2014 წელს დაფუძნდა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის კბილის ტექნიკოსთა საზოგადოება. საზოგადოების ხელმძღვანელად დიმიტრი ტომარაძე დაინიშნა.
ასოციაციის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი ორგანო არის გამგეობა, რომელიც შედგება ხუთი წევრისგან. გამგეობის წევრებს კრება ირჩევს 5 წლის ვადით.
2014 წლამდე ასოციაციის პრეზიდენტი გახლდათ პროფესორი გიორგი მენაბდე, ვიცე-პრეზიდენტი პროფ. ქეთევან გოგილაშვილი, ასოციაციის გენერალურ მდივნები: პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების დარგში და პროფ. ნინო ვადაჭკორია – განათლება – მეცნიერების დარგში.
2014 წელს გამგეობამ ახალი პრეზიდენტი, პროფ. ქეთევან გოგილაშვილი და ვიცე პრეზიდენტები: პროფ. სოფიო სამხარაძე, ასისტ. პროფ. ზურაბ ალხანიშვილი, პროფ. ზურაბ ჩიჩუა აირჩია. პროფ. ვლადიმერ მარგველაშვილი – გენერალური მდივანი და FDI -სთან მოკავშირე ოფიცერია (LIASON OFFECER), ნინო ვადაჭკორია – გენერალური მდივანი მეცნიერებისა და განათლების დარგში
ასოციაციის რეგიონული ორგანზიაციების წარმომადგენლები:
1900 წლის 24 მაისს თბილისში პირველად შეიქმნა კბილის ექიმთა საზოგადოება. კბილის ექიმთა ქართული საზოგადოება მაშინ 30-მდე კბილის ექიმსა… დაწვრილებით
რევაზ თაბუკაშვილის ქ. 27
0108, თბილისი, საქართველო
+995 32 30 97 11, +995 95 53 23 53
info@gsa.ge
Designed by websitedesign.ge