რეკომენდაციები საქართველოში მოქმედ სტომატოლოგიურ კლინიკებს | COVID-19

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციები მსოფლიოში არსებული ეპიდემიულოგიური ფონის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით:

  • არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა;
  • გეგმიური ვიზიტები გადავადდეს ეპიდსიტუაციის გამოსწორებამდე;
  • მაქსიმალურად შეიზღუდოს თანამშრომლების რაოდენობა კლინიკაში – თანამშრომელი (ძირითადად ადმინისტრაციული პერსონალი), რომელსაც შეუძლია საკუთარი საქმიანობის დისტაციურად შესრულება, იმუშაოს სახლის პირობებში;
  • სტომატოლოგიური პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირატორული სისტემის დაავადებების კლინიკური ნიშნები: ხველა, ქოშინი, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება იქნას მიღებული;
  • კორონავირუსით დაინფიცირებული საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგური მომსახურება;
  • სავალდებულოა: ოთხ ხელში მუშაობის პრინციპის დაცვა, საიზოლაციო სისტემის (რაბერ დამის) გამოყენება, მაღალი სიმძლავრის ნერწყვგამწოვის გამოყენება, ხელების ხშირი დაბანა და ანტიმიკრობული საშუალებებით დამუშავება;
  • მანიპულაციის დაწყებამდე პაციენტმა უნდა გამოივლის პირის ღრუს ანტიმიკრობული სავლები;
  • რენტგენოგრაფიული გამოკვლევის ჩატარების საჭოროებისას გამოიყენეთ ექტრაორალური რენტგენები (ორთოპანტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია)

გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება საჭიროა: სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში;

სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებულია, მოემსახუროს ზემოაღნიშნული მდგომარეობის მქონე პაციენტებს, რისთვისაც საჭიროა ინფექციების კონტროლის შესაბამისი ზომების დაცვა და ქვემოთ ჩამოთვლილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება:

  • ერთჯერადი ხალათი (უკან შესაკრავით)
  • რესპირატორი #95 ან ქირურგიული ნიღაბი FFP2
  • ერთჯერადი ხელთათმანები
  • თვალების დამცავი საშუალებები (სპეციალური სათვალე და სახის ფარი)
  • ჩაჩი (სამედიცინო ქუდი)
  • ბახილები

რესპირატორი #95 მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული სახეზე, ისე რომ სრულად ფარავდეს პირის ღრუსა და ცხვირის ნესტოებს. დაუშვებელია რესპირატორის ხელმეორედ გამოყენება. რესპირატორის ტარებისას და მოხსნისას არ უნდა შეეხოთ მის გარე ზედაპირს.

სტომატოლოგიურ კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა, ნიღაბი და დაიცვას სოციალური დისტანცია, ანუ მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მისი კონტაქტი სხვა პაციენტებთან და უშუალოდ მის მომსახურე სტომატოლოგიური პერსონალის გარდა სხვა პერსონალთან.

მნიშვნელოვანია გამართული ვენტილაციის სისტემა და ჰაერის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 21 (პლუს – მინუს ერთ) გრადუსს.

SARS-CoV-2 აქტიურად ვრცელდება ზედაპირებზე  – რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში – რაც დამოკიდებულია ზედაპირის ტიპზე, ტემპერატურაზე ან გარემოს ტენიანობაზე (WHO 2020c). შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და სტომატოლოგიურ კლინიკაში ყველა სახის ზედაპირების საფუძვლიანი დეზინფექცია.

მნიშვნელოვანია! ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით, რეკომენდაციები და ვალდებულებები ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს. თვალი ადევნეთ ვეგბვერდებს:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციაური დაცვის სამინისტრო: https://www.moh.gov.ge/
  • დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი: https://www.ncdc.ge/
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია: http://gsa.ge/
  • კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი საინფორმაციო პორტალი: https://stopcov.ge/