სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:
11 მაისიდან, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, შემოსული განცხადებების საფუძველზე, დაიწყებენ სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგს.
სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე – dent@moh.gov.ge
შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმიური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, განახორციელონ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება.
შეტყობინების ფორმის შევსების ინსტრუქცია
სრული ტექსტი: http://rama.moh.gov.ge/geo/list/show/509-stomatologiuri-datsesebulebebis-sakuradghebod