საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა არარეგისტრირებული კავშირი “საქართველოს სტომატოლოგთა ეროვნული კონსორციუმი”.
კავშირში გაწვრიანდნენ შემდეგი ორგანიზაციები:
ა(ა)იპ „საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია“ (წარმომადგენელი ქეთევან გოგილაშვილი)
ა(ა)იპ „საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაცია“ (წარმომადგენელი ზურაბ ჩიჩუა
ა(ა)იპ „საქართველოს იმპლანტოლოგთა (წარმომადგენელი ვლადიმერ მარგველაშვილი)
ა(ა)იპ „სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსი“ (წარმომადგენელი ნინო გვასალია)
ა(ა)იპ „საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია“ (წარმომადგენელი ლალი ქოჩიაშვილი)
ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება“ (წარმომადგენელი ანა გიბიშვილი)
ა(ა)იპ “საქართველოს ორთოპედ სტომატოლოგთა კავშირი“ (წარმომადგენელი ლევან პერტენავა)
კავშირის სრული სახელწოდებაა: “საქართველოს სტომატოლოგთა ეროვნული კონსორციუმი” ხოლო ინგლისურ ენაზე სრული სახელწოდებაა Georgian National Dental Consortium.
კავშირი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში მოსახლეობის სტომატოლოგიური მომსახურების გაუმჯობესებას, პრაქტიკული სტომატოლოგიის განვითარებას, რისთვისაც ახორციელებს შემდეგ ამოცანებს:
- მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაცნობა კლინიკური და ექსპერიმენტული სტომატოლოგიის სფეროში;
- კავშირის წევრების მოქმედების კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი და სამეცნიერო ურთიერთობების და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის;
- კავშირების დამყარება უცხოეთის სტომატოლოგიურ ასოციაციებთან და ცენტრებთან სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლისა და სამედიცინო პერსონალის მომზადების მიზნით;
- ფუნდამენტური და პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერულ კვლევათა ორგანიზებას და ხელშეწყობას სტომატოლოგიაში;
- თემატური და პოლიპროფილური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზებას;
- საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესების, კონფერენციების, შეხვედრების მოწყობის ორგანიზება;
- კავშირის წევრთა ინფორმირებას საერთაშორისო სტომატოლოგიური ფორუმების შესახებ, მათ მიერ საზღვარგარეთის კონგრესებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობას;
- საჭიროების შემთხვევაში ექიმ-სტომატოლოგთა უფლებების დაცვას;
პერიოდული სამეცნიერო – პრაქტიკული ჟურნალის გამოცემას; - “საექიმო საქმიანობის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონებით, ექიმთა პროფესიულ ასოციაციებზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელება.
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია მსოფლიოში მილიონზე მეტი სტომატოლოგის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც განავითარებს ჯანდაცვის პოლიტიკასა და დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროექტებს, წარმოადგენს სტომატოლოგთა საერთაშორისო ადვოკატირების ერთიან პოზიციასა და მხარს უჭერს ასოცირებულ წევრებს პირის ღრუს გლობალური ჯანმრთელობის წამახალისებელ აქტივობებში.
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია წამყვანი გლობალური უწყებაა პირის ღრუს ჯანმრთელობისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით, რომელიც ატარებს ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს, კონგრესებსა და ინიტიატივებს სტომატოლოგიის დარგის გასავითარებლად. ადვოკატირებას უწევს პირის ღრუს ჯანმრთელობის პრიორიტეტულ მნიშვნელობას ჯანდაცვის სფეროში მსოფლიოს მასშტაბით და ხელს უწყობს მის ინტეგრაციას ქრონიკული დაავადებების პრევენციის პროგრამებში.
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია შედგება 200-მდე წევრი სტომატოლოგიური ასოციაციისაგან მსოფლიოს 130-მდე ქვეყანიდან და თავისი და წევრი სტომატოლოგიური ასოციაციების აქტივობებს ახორციელებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. იგი უშუალოდაა დაკავშირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და არის მსოფლიო ჯანდაცვის პროფესიული ალიანსის წევრი.
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია დაარსდა 1900 წელს პარიზში და მისი შტაბ-ბინა ამჟამად მდებარეობს ჟენევაში, შვეიცარიაში.
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის მიზანია, ყველა ადამიანს, საზღვრების მიუხედავად, ჰქონდეს ოპტიმალურად ჯანმრთელი პირის ღრუ. FDI როგორც პროფესიის გლობალური და დამოუკიდებელი ადვოკატი, პირველია დაავადებათა პრევენციისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ წიგნიერების კუთხით და მოწინავე პოზიციაზე აყენებს სტომატოლოგიურ ეთიკას, ხელოვნებას, მეცნიერებასა და პრაქტიკას, აძლიერებს და ფასილიტაციას უწევს ინფორმაციის გაცვლას ჯანდაცვის სფეროში.
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია იმართება ფედერაციის გენერალური ასამბლეის მიერ თავისი საბჭოს პოლიტიკის შესაბამისად. მის აქტივობებს ახორციელებს ხუთი მოქმედი კომიტეტი, რომელიც შედგება ეროვნული ასოცირებული წევრების 60-მდე მოხალისისგან.
ყოველ წელს 300-მდე დელეგატი ესწრება ფედერაციის მსოფლიო სტომატოლოგიური პარლამენტის დებატებს, სადაც განისაზღვრება სტომატოლოგიის გლობალური მომავალი. ფედერაციის ხანგრძლივმა და გამორჩეულმა ისტორიამ და სტომატოლოგიური განათლების, საყოველთაო ჯანდაცვისა და მოვლაზე ხელმისაწვდომობის შესახებ მიღებულმა გამოცდილებამ ის თავისი სფეროს ექსპერტად აქცია. ის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე მომუშავე ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოფიციალურადაა დაკავშირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და გაერთიანებული ერების სხვა სააგენტოებთან.
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ტექნიკური ექსპერტიზა ემყარება ადგილობრივ ცოდნასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტომატოლოგთა ქსელებთან დამყარებულ კავშირებს.
იცხოვრე. ისწავლე. გაიცინე
FDI თანამშრომლობს მსოფლიოს მასშტაბით ფართო და მრავალმხივ აქტორებთან, რათა კარიესის გლობალური ინიციატივის ფარგლებში კარიესის მართვის პრევენციულ მოდელზე გადასვლით მივაღწიოთ ხელშესახებ ცვლილებას. დამფუძნებელი პარტნიორები: P&G; Colgate-Palmolive; Unilever; GlaxoSmithKline; და W. Wrigley Jr. Company და პარტნიორები: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სტომატოლოგიური კვლევის საერთაშორისო ასოციაცია (IADR).
არაგადამდები დაავადებების ადვოკატირება— FDI თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ პირის ღრუს ჯანმრთელობის დაცული და კონსოლიდირებული პოზიციის უზრუნველყოფას გლობალური ჯანდაცვის დღის წესრიგში.
ჯანმრთელობის პოლიტიკის განვითარება — FDI არის ჯანმრთელობის პოლიტიკის ინიციატივების მთავარი მოტივატორი. ეს ინიციატივები მოიცავს სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციისა და მსოფლო ჯანდაცვის ორგანიზაციის/AFRO ერთობლივ ანგარიშს პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის სტანდარტიზაციისა და რუანდის პირის ღრუს პოლიტიკის შესახებ, ასევე 2020 წლის სტრატეგიული ხედვის შესაბამისად, პირის ღრუს ჯანმრთელობის პოლიტიკის შესახებ მთავრობებისა და მთავრობათშორისი უწყებებისთვის რჩევების უწყვეტ გაზიარებას.
თამბაქოს კონტროლი და პრევენცია—იმ სერიოზული რისკის გათვალისწინებით, რასაც მოწევა და თამბაქოს პროდუქცია იწვევს პირის ღრუს ჯანმრთელობის კუთხით, FDI უერთდება თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო კამპანიებს.
საგანმანათლებლო კონგრესი — ყოველ წელს FDI-ს ყოველწლიური მსოფლიო სტომატოლოგიური კონგრესი, რომელიც პირის ღრუს პროფესიონალების წამყვანი გლობალური ღონისძებაა, პროფესიონალებსა და ყველა იმ სექტორის წარმომდაგენელს, ვინც პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვასთანაა დაკავშირებული, შეხვედრისა და ერთმანეთისგან სწავლის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.
დიპლომისშემდგომი განათლება — წლის განმავლობაში FDI მხარს უჭერს სტომატოლოგიური განათლებისა და პროფესიული განვითარების სასერთიფიკაციო პროგრამებს. მსოფლიოს რომელიმე წერტილში, FDI-ს მხარდაჭერით, ყოველ ორ კვირაში საშუალოდ თითო კურსი ტარდება, რათა სტომატოლოგებმა შეიძინონ თანამედროვე კლინიკური და თეორიული ცოდნა.
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის მისიაა:
- იყოს სტომატოლოგიის, როგორც პროფესიის ავტორიტეტული და დამოუკიდებელი ხმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით
- წაახალისოს პირის ღრუსა და ზოგადი ჯანმრთელობის საკითხები
- მხარი დაუჭიროს ასოციაცირებულ წევრებს, გაიუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობა, უზრუნველყონ საზოგადოების პირის ღრუს მოვლაზე ზრუნვა
- წაახალისონ სტომატოლოგიური ეთიკა, ხელოვნება, მეცნიერება და პრაქტიკა.
ERO – FDI-ს ევროპის რეგიონული ორგანიზაცია
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ევროპის რეგიონული ორგანიზაცია დაარსდა სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის კონსტიტუციის შესაბამისად და რეგისტრირებულია ჟენევის შვეიცარულ კანტონში. ის აკავშირებს სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ევროპის გეოგრაფიული არეალის წევრ ორგანიზაციებს.
ევროპის რეგიონული ორგანიზაცია 1955 წლიდან დაარსდა როგორც ევროპული თანამშრომლობის სპეციალური კომისია, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ევროპული ასოცირებული წევრების თხოვნის საპასუხოდ. 1964 წელს სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია მასში შემავალი ევროპული რეგიონული ორგანიზაციის დაარსების შესახებ. ERO თავდაპირველად დაარსდა, როგორც სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის რეგიონული ორგანიზაცია და სხვა რეგონული ორგანიზაციებისთის ერთგვარ მოდელს წარმოადგენდა.
2011 წელს ERO 37 ქვეყნის ასოცირებულ წევრს ითვლის და მიზნად ისახავს 53 ევროპული ქვეყნის (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპული რეგიონი) სტომატოლოგთა ასოციაციების დახმარებას ERO-ში გასაწევრიანებლად.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ასოცირებული წევრი 1998 წელს ბარსელონაში (ესპანეთი) გახდა, 1999 წელს მეხიკოში (მექსიკა) – ნამდვილი წევრი, 2001 წლიდან კი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ევროპის რეგიონული ორგანიზაციის (ERO) ნამდვილი წევრია.