სასწავლო პროგრამები

ტრენინგი: ინფექციების კონტროლი

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებისთანავე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ დაგეგმა და განახორციელა რიგი ღინისძიებები. 2015 წელს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში შეიქმნა სახელმძღვანელო “ინფექციების კონტროლი სტომატოლოგიაში”, (2016 წელს შესაბამისი ნაციონალური გაიდლაინი), რომელზე დაფუძნებითაც   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შეიქმნა ტრენინგ კურსი ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის.

დაწვრილებით

რენტგენო ლაბორანტის სასწავლო პროგრამა

შპს “იონირება”, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და შპს ალბიუსის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ აკრედიტებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლების გადამზადებას.

ტრენინგი ითვალისწინებს ორ პროგრამას: 1. რენტგენო-ლაბორანტი სამიზნე ჯგუფი: • საშუალო მედპერსონალი; • არასამედიცინო პერსონალი (სამედიცინო აპარატურის ტექნიკოსები, სანიტრები).

დაწვრილებით

ტრენინგი: სამედიცინო ნარჩენების მართვა

სასწავლო გეგმა:

  • მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიმიხილვა
  • ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნები და საკვანძო საკითხები
  • ნარჩენების მართვის კოდექსით გავთვალისწინებული ვალდებულებები სტომატოლოგიურ დაწესებულებებს
  • ნარჩენების მართვის გეგმა (კლინიკის ნარჩენების მართვის გეგმა და გარემოს და შეთანხმების პროცედურები
  • ინსპექტირება, რეგულირება და თვითმონიტორინგი

დაწვრილებით

რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი – სასწავლო პროგრამა

შპს “იონირება”, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და შპს ალბიუსის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ აკრედიტებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლების გადამზადებას.

სამიზნე ჯგუფი: • სამედიცინო დაწესებულებაში რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები; მონაწილეთა კვალიფიკაცია:

დაწვრილებით