2024 წლის პირველი ივნისიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ამოქმედდა.
საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს:
ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, დანიშნოს ან განსაზღვროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ოფიცერი უზრუნველყოფს თანამშრომლების ინფორმირებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნულ თემატიკაზე შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, ფიზიკური პირის მიმართვის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სხვა.
კანონის თანახმად, ორგანიზაცია, რომელმაც დანიშნა/განსაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ვალდებულია, ოფიცრის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
დაწესებულებაში დანიშული ოფიცრის შესახებ ინფორმაცია უნდა აიტვირთოს ბმულზე – იხილეთ ბმულზე
ამავე თემაზე:
ტრენინგი: პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რეგულაციები