გიორგი სიხარულიძე

გიორგი სიხარულიძე

გურიის რეგ. ხელმძღვანელი

გიორგი (გია) სიხარულიძე, დაიბადა მახარაძეში 1964 წლის 8 მარტს. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფ. ნაგომრის საექიმო ამბულატორიაში ექიმ-სტომატოლოგად,  ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს ფასიან პოლიკლინიკაში ექიმ-სტომატოლოგად.

1995-2002 წლებში მუშაობდა ოზურგეთის საფერშლო ტექნიკუმში კბილის სატექნიკო ჯგუფის პედაგოგად , 2002 წლიდან დაიწყო კერძო პრაქტიკა საკუთარ სტომატოლოგიურ კლინიკაში. სახელმწოფო სერტიფიკატი გააჩნია თერაპიულ, ორთოპედიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში.  მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო ღონისძიებასა და კონფერენციაში საქართველოში და საზღვარგარეთ. იყო საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის აქტიური წევრი. 2020 წლიდან ასოციაციის გურიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.