გია დანელია

გია დანელია

სამეგრელოს რეგ. ხელმძღვანელი

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის სამეგრელოს რეგიონის ხელმძღვანელი

გია დანელიამ 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. წარჩინებით და მიენიჭა ექიმი სტომატოლოგის კვალიფიკაცია.
1999–2001 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასპირანტი.

2002წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ ნახევარგამტარული ლაზერის ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება მწვერვალოვანი პერიოდონტიტების კომპლექსურ მკურნალობაში“. მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სპეციალიზაციის კურსები ქ.თბილისის, ქ.რიგის, ქ.მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტებში.

2000–2006 წწ. იყო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ზუგდიდის ფილიალის სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი. მიჰყავდა ლექციების კურსი „ორთოპედიულ სტომატოლოგიაში“. 2006 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2006 წლიდან არის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. პროფესორი, ლექციების კურსი „ორთოპედიული სტომატოლოგია“.

1984–2000წწ. იყო ზუგდიდის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ორთოპედიული განყოფილების გამგე. 2000 წლიდან ზუგდიდის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის დირექტორია.

2017 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრია.

პროფესიული აქტივობები

გამოქვეყნებული აქვს 35 სამეცნიერო პუბლიკაცია, აქვს 2 საქართველოს პატენტი გამოგონებაზე, მონაწილეობა აქვს მიღებული 60–მდე სამეცნიერო ღონისძიებაში.

2006 წლიდან საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის სამეგრელოს რეგიონის ხელმძღვანელია.

ბიბლიოგრაფია

  1. ლაზერი მწვერვალოვანი პერიოდონტიტის კომპლექსურ მკურნალობაში.(ავტორი) თბილისი,2009წ.–146გვ.( მონოგრაფია).
  2. არაკარიესული წარმოშობის დაავადებები.(თანაავტორი).ქუთაისი,2010წ.–268გვ.(სახელმძღვანელო).
  3. Вопросы профилактики кариеса зубов при железнодефицитной анемии.(თანაავტორი) ქუთაისი,2007წ.–100გვ.(მონოგრაფია).
  4. კბილის მაგარი ქსოვილების ცვეთა და ჰიპერესტეზია. მკურნალობა და პროფილაქტიკა(თანაავტორი). ქუთაისი,2010წ.–52გვ.(მეთოდური რეკომენდაცია).
  5. სისტემური ჰიპოპლაზიისა და ენდემური ფლუოროზის დიფერენციალური დიაგნოსტიკა(თანაავტორი). ქუთაისი, 2010წ.–47გვ.(მეთოდური რეკომენდაცია).
  6. კბილების მაგარი ქსოვილების ნეკროზი და ქსოვილთა განვითარების მედიკამენტური დატოქსიკური დარღვევა.(თანაავტორი). ქუთაისი, 2010წ.–35გვ.(მეთოდური რეკომენდაცია)
  7. სოლისებრი დეფექტებისა და ეროზიების მკურნალობის თავისებურებანი.(თანაავტორი).ქუთაისი,2010წ.–27გვ.(მეთოდური რეკომენდაცია).
  8. შეცდომები და გართულებები ენდოდონტიური მკურნალობის დროს.(თანაავტორი). ქუთაისი,2009წ.–17გვ.(მეთოდური რეკომენდაცია).
  9. არხში ჩატეხილი ენდოდონტური ინსტრუმენტების ამოღების მეთოდები.(თანაავტორი). ქუთაისი, 2009წ.–33გვ.(მეთოდური რეკომენდაცია).
  10. შეცდომები და გართულებები კარიესის მკურნალობის დროს.(თანაავტორი). ქუთაისი,2009წ.–25გვ.(მეთოდური რეკომენდაცია).
  11. ქიმია და სტომატოლოგია.(თანაავტორი). ქუთაისი,2014წ.–21გვ.(მეთოდური რეკომენდაცია).
  12. სტომატოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი.(თანაავტორი). ქუთაისი, 2014წ.–180გვ (მეთოდური რეკომენდაცია).